#58019258 · 16 Jun 2021, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
altim17
QUOTE | თუმცა, რასაც თქვენ აწვებით, სწორედ ტაძრის დანგრევის მოწოდებაა. შესაბამისად ქვეყნის. |
ქვეყანა რომ დანგრეულია მაგას ვერ ხვდები მეგობარო? თუ შენ პირდაპირი მნიშვნელობით, სათითაოდ ყველა შენობის, ხიდების, გზების და ა.შ. ზოგადად ინფრასტრუქტურის ნანგრევებად ქცევას თუ გულისხმობ არ ვიცი. რაც შეეხება საქართველოს რესპუბლიკა, თავის საზღვრებში, რომელიც გაერომ აღიარა არ არსებობს, ტერიტორია ოკუპირებული, 35% მოსახლეობის ქვეყნიდან გახიზნულია გაჭირვების გამო, პენსიით თავს ვერ გაიტანს პენსიონერი, არ არსებობს საშუალო ფენა, კაციშვილმა არ იცის ქვეყანას ვინ მართავს და ვის მოეკითხება პასუხი რამეზე, მოკლედ შეიძლება დაუსრულებლად მოვიყვანოთ მაგალითები რომ ქვეყანა დანგრეულია და მხოლოდ დროშა და ჰიმნი დარჩა.
ტაძარს რაც შეეხება, ტაძრის აშენებით ქვეყანა ვერ აშენდება. ტაძრის აშენებით მხოლოდ ტაძარი აშენდება და მორჩა. ქვეყნის აშენებას სჭირდება განათლება და შრომა, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა არ გვინდა, და ველოდებით როდის გადაწყვეტს ღმერთი საქართველოს გაბრწყინებას. * * * //Rossi
QUOTE | სპირიდონი გადადგა! – ნინოწმინდის პანსიონს, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს
ბავშვებო, ცემა-ტყეპა მორჩა, ეხლა ცოტა დავლიოთო. |
ჰო, სადამსჯელო ოპერაციისთვის გაუშვეს ეს მანდ. მეტი რა უნდა იფიქრო ამ ფაქტზე, მისი აგრესიული მიდგომა საკითხებისადმი საყოველთაოდ ცნობილია, სახალხოდ, ტელევიზიების წინაშე აკეთებს დემონსტრირებას და მსგავსი უნარ-ჩვევების ადამიანისაგან ვინმე მოელის რაიმეს უკეთესობისაგან შეცვლას ზოგადად ნებისმიერ სფეროში და თუნდაც ამ პანსიონში
This post has been edited by Heracles12 on 16 Jun 2021, 15:47
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
|