მაგარი არგუმენტია

განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნების დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ, როგორ დგას ხალხი ხახვის რიგში და ხაზავს 41-ს ამ ხახვის გამო.
აბა მაჟორიტარების გაუქმებას რატომ ითხოვს გირჩი? მაგ ლოგიკით, აირჩევენ ამ მაჟორიტარებს და თავისთავებს აბრალონ. რითია ცუდი მაჟორიტარი თეორიულად? პირიქით, ადგილობრივ წარმომადგენლობას უწყობს ხელს და ზუსტადაც რომ ამერიკული სისტემაა, მაგრამ პრაქტიკაში ჩვეულებრივი ფეოდალები არიან, რომლებსაც ძვრაც ვერ ვუქენით, იმიტომ რომ ფული და გავლენები აქვთ ადგილზე. ეგ რეფორმა კიდევ მაგ გავლენებს უასმაგებს.
ითხოვთ რეფორმას, რომელსაც აქვს უზარმაზარი რისკები, არ აქვს არანაირი პოზიტივი, არ ემყარება არანაირ პრაქტიკულ და ემპირიულ გამოცდილებას ადგილზე. აი,პროსტა დგეხართ და ითხოვთ და ელემენტარულ კითხვებზე არ გაქვთ პასუხი.
გეგონება სულ ხალხის რჩეულია პარლამენტის თავმჯდომარე ვინმე კუჭავა, უმრავლესობის ლიდერი კობახიძე და პრემიერ-მინისტრად წოდებული ოლიგარქის ანტუნი.