ფიზიკურ ოკუპაციამდე - იდეოლოგიური ოკუპაციაა საჭირო..
ჩემი აზრით ერეკლეს და სოც-დეკების დროს - დიდი როლი ითამაშა ერთის მხრივ მართლმადიდებლურმა
მეფის რუსეთმა და მეორეს მხრივ - ლენინის საიუზმა, რომელსაც სტალინმა იქნებოდა თუ სხვა მაღალ იერარქიაზე
მყოფმა ქართველმა კამუნისტებმა - თავისი ხიბლი შესძინეს..
ეი ორივე შემთხვევაში რუსეთის იდეოლოგიამ ქართული ნაციონალური ნარატივი გადაფარა..
ერეკლეს დროს თუ ქართველის ნაციონალიზმი - მართლმადიდებლობა და "ქრისტეს მხედრობა" იყო - მეფის რუსეთმა
მას დაკარგული დიდი ძმა აპოვნინა და "მისიონერულ" ფერხულში ჩაბმის შესაძლებლობა მისცა.
ლენინის დროს კომუნიზმმა როგორც ჩანს მსგავსი რაღაც შესთავაზა ქართველებს..
პრინციპში მგონი საკმაოდ ბუნებრივი პროცესია რომ დააკვირდე და მასე იქმნებოდა ალბათ ერებიც.. როდესაც შენ იდეოლოგიური
სხვაობა არ გაქვს და ახალს ვერაფერს ამბობ - იყლაპები პირველ რიგში იდეოლოგიურად და შემდეგ ფიზიკურად.. ანუ ბრძოლის მიზეზი ქრება..
ამ მხრივ საინტერესოა ე.წ ეროვნული მოძრაობა რის საფუძველზე გაჩნდა.. სადღაც-სადღაც ყური მომიკრავს სტალინი რომ მოკლეს
და მერე აქ მიტინგი დაარბიეს თუ რაღაც ეგეთი მაშინ დაიბადაო, ზოგი ენის გაუქმება რომ უნდოდათ იმ პერიოდს აწერს,
ზოგი ამბობს რომ 80-ებში საპატრიარქოს ეზოში დაიწყო და ილია II საკმაოდ აქტიურად იყო ჩართულიო და ა.შ და ა.შ ანუ მივდივართ იქამდე
რომ როგორც კი რაღაც იდეოლოგიური განმასხვავებელი გაჩნდა - დაიწყო კიდეც გამოყოფის პროცესი.
არ აქვს მნიშვნელობა სტალინის და ქართული ლიდერშიპის ჩამოშორებამ დაამსხვრია საერთო კომუნისტური იდეალები თუ ენამ და მივიწყებული მართლამდიდებლობის გაცოცხლებამ აწია მაღლა ქართული ნაციონალიზმი - მთავარია რომ ჩვენ გაგვიჩნდა ბრძოლის მიზეზი.
ხოდა ჯერ-ჯერობით დღევანდელი რუსეთი არც ლიბერალურია და არც მართლმადიდებლური ანუ იმდენად ###ობა წარმონაქმნია რომ ვერც ლიბერალურ და ვერც მართლმადიდებლურ საქართველოს ბოლომდე ვერ ერგება. ეი უამრავი მიზეზი გვაქვს საბრძოლველად და როცა ეგრეა ოკუპაცია გამორიცხულია, ამ გაგებით 9 აპრილის სულისკვეთება დღემდე ცოცხალია და გავრილას ღამემ ეს დაადასტურა.. ვიღაც ძღრენიანი რუსი ჩაჯდა კობახიძის სკამში და უცებ რამხელა მასა გამოვარდა და წარმოიდგინე ღმერთმა დაგვიფაროს და ოკუპაციის მცდელობის შემთხვევაში რა მოხდება..
ამიტომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესი ღრუსებთან ამ იდეოლოგიური სხვაობების მაქსიმალურად წინა პლანზე წამოწევაა.. არ აქვს მნიშვნელობა ლიბერალები დადებენ ამას, ლიბერასტები თუ ნეო-კონსერვატორები რომლებიც იტყვიან რომ - არა ძმაო, სად ჩვენი მართლმადიდებლობა და სად ამ მწვალებლებისო.. მთავარია რომ მოსახლეობის ყველა სეგმენტმა კოლექტიური ცნობიერების დონეზე იცოდეს რომ რუსეთი სხვაა და ჩვენ სხვა ვართ.. ხოდა მაგ ცნობიერებას თუ ვერ გაარღვევენ, ვერც ფიზიკურ ოკუპაციას ეღირსებიან... ილიაც და ზვიადიც ამ პრობლემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას ეი როგორ უნდა ეარსება ქართულ ნაციონალიზმს ისე, რომ მართლმადიდებელ რუსეთს არ გადაეყლაპა..

აგერ საინტერესო ლექციაა - ჩაუჯექით.. ჯერ კიდევ ნაცების დროა და ბევრად უფრო "ჯანსაღად" საუბრობს ბატონი ზაზაც,
დაცლილია ყოველგვარი ქოცური მიდრეკილებებისგან...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი