#58111194 · 8 Jul 2021, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ევროპარლამენტი - მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული
ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და ნატოს სამომავლო თანამშრომლობის რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ.
რეზოლუციაში ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებიცაა ნახსენები და ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მათთან პარტნიორობის გარეშე რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ მიიღწევა.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ასპირანტი ქვეყნების ბოსნია და ჰერცოგოვინის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას.
„ევროპარლამენტი შეშფოთებულია რუსეთის რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის გამო. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ნატო-ს, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
This post has been edited by jangula on 8 Jul 2021, 23:02
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|