
1998-2004 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს ხუთი დიდი და ხუთი მცირე ზომის კატარღა გადმოსცა და ყოველწლიურად მილიონი დოლარით აფინანსებდა ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შეკეთებასა და მოდერნიზაციას.
ვაშინგტონის დახმარებითვე, ფოთში თავიდან აშენდა სანაპირო დაცვის ცენტრალური ბაზა, სადაც ახალი ოპერატიული მართვის ცენტრი შეიქმნა.
ასევე აშენდა ანაკლიის, ჩაქვისა და სარფის რადიოლოკაციური სადგურები.
2008 წლისთვის, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, სხვადასხვა ტიპის 30-მდე გემს, კატარღასა და კატერს ითვლიდა, პირადი შემადგენლობა კი 900 ადამიანს აღწევდა.
დღეისათვის, სასაზღვრო პატრულის განკარგულებაში 9 ერთეული ხომალდი და კატარღაა. მათგან ორი, „ფაზისი“ და „ცოტნე დადიანი“, ამერიკის უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შარშანდელი ვიზიტის დროს გადმოგვეცა.
ამერიკული ფულით ფოთის ბაზაზე ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების უახლესი ვიდეოსისტემა და განახლდა ზღვაზე თვალთვალის სისტემები.~
ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ახალი ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ 1 200 000 დოლარით დააფინანსა.
ამერიკანცების ფული, იარაღი და წვრთნა რად გვინდა?!
პატრიარქი და ტრაკის დაცვაა მთავარი ქართველისთვის!