მე რა დასკვნები უნდა გავაკეთო, ეს შენ ვერ აკეთებ დასკვნებს და საერთოდ ვერ ერკვევი რას ნიშნავს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ბანკები და ა.შ.
როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავს დოლარს, მაგ დოლარს ამერიკის ბიუჯეტი უფასოდ იღებს? აი ესე ბეჭდავენ და ჩუქნიან ბიუჯეტს?

არავის არაფერს არ ჩუქნიან, მაგ დოლარების სანაცვლოდ სახელმწიფო უშვებს ობლიგაციებს და ფასიან ქაღალდებს, შემდგომ მაგეებს ბანკები ყიდულობენ, ან კერძო პირები, ან კომპანიები, ან კორპორაციები და ასევე სხვა სახელმწიფოებიც.
აქედან იქმნება ვალი, რის გადახდასაც ისევ ახალი დოლარები სჭირდება ვინაიდან პროცენტი ემატება და ეს არის პროცესი რომელსაც დასასრული არ აქვს სანამ განვითარება ხდება, როგორც კი განვითარება ჩერდება და ვალის აღების საჭიროება აღარ არის, სისტემას ერხევა იწყება კრიზისი, რა დროსაც სავსებით შესაძლებელია ყველაფერი ჩამოიშალოს და ამიტომ საჭირო ხდება ომები, ნგრევები, რომ შემდგომ ამ ნანგრევების ასაშენებლად ისევ ვალის აღება გახდეს საჭირო და ახალი ვალდებულებები შეიქმნას.
დაგუგლე და ნახე რას მოიცავს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელი ბანკები და კორპორაციების შედის აქციონერებში, ვინ არიან მფლობელები და ა.შ.
ეს სქემა იმდენად რთულია და იმდენ რაღაცას მოიცავს, რომ ძალიან მოაზროვნე უნდა იყო ეს რო გაიაზრო და დაინახო.
კი ბატონო ამერიკას დიდი ნდობა და დიდი ეკონომიკა აქვს, ამაზე არ ვდავობ, მაგიტომაც არის დოლარი მოთხოვნადი, არც ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ამხელა ნდობამ და მაშტაბურობამ ზუსტად ის უსამართლო სისტემა შექმნა, რითიც მაგ ბანკების სათავეში მყოფები სარგებლობენ.
რატო არ გადავიდნენ ამდენიხანიც ციფრულ ფულზე? ტექნიკურად ამაზე ადვილი არაფერია და ძალიან სწრაფად შეიძლება გადასვლა, უბრალოდ ნიადაგი არ არის ჯერ ამისთვის მზად და ხალხი არაა შემზადებული.
ვინაიდან სანამ ქაღალდის ფული არსებობს, თავისი დამცავი ჰოლოგრამებით, სერიული ნომრებით, საღებავებით, ჩარხებით და ა.შ. ეს გარკვეულ ილუზიას ქმნის საზოგადოებაში რომ ფული რამეს წარმოადგენს და ესე ადვილი არ არის ფულის მოპოვება და შექმნა.
ხოლო როდესაც გადავლენ ციფრულ ფულზე, ეს მთელი ბუტაფორია გაქრება და დარჩება ერთი კომპიუტერი, სადაც ვიღაცა ტიპი კლავიატურაზე აკრიფავს ციფრებს და 2 წამში შექმნის ვალდებულებას, ზევიდან პროცენტს და ა.შ.
ეგეთ დროს ეს უსამართლო სისტემა პირდაპირ ხელის გულზე აღმოჩნდება და უკანასკნელი ბრბოც კი დაინახავს, თუ რა დონის უსამართლობაა დღევანდელი საბანკო და საფინანსო სიტემა. ამას შეიძლება მოყვეს ვნებათა ღელვა, ძალიან დიდი მაშტაბების და შეიძლება ყველაფერი უკონტროლო გახდეს.
ამიტომ ხალხზე ჯერ "პავადოკი" უნდა ქონდეთ გაკეთებული ყელზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ეს ყველაფერი, რომ რაც არ უნდა აღშფოთდეს ხალხის მასები, მათ არაფრის გაკეთების და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ. აღშფოთებით შეგიძლია აღშფოთდე, მაგრამ არანაირი ძალადობა, ადამიანი უნდა გახდეს უსაფრთხო რომ მათგან არანაირი საფრთხე არ მოდიოდეს. ბოლოს შეეგუება ყველა ამ ამბავს, უკვე შეგუებულებიც არიან ძალიან ბევრნი და ყველა მიეჩვევა იმას, რომ არსებობენ ბიძიები ვისაც ყველაფერი ეკუთვნის პლანეტაზე და დანარჩენები მაგ ბიძიებს უნდა ემორჩილებოდნენ.
ანუ ეს უსამართლო კი აღარ იქნება, ეს იქნება უბრალოდ კანონზომიერება და მორჩა.
ხოდა ეს რომ მასე მოხდეს და სხვანაირად ვერც მოხდება, ამისთვის საჭიროა ადამიანების სრული კონტროლი, კონტროლი და არა თვალთვალი, ეს სხვა და სხვა რამეა. ადამიანი არანაირად არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს, რამდენი მილიონიც არ უნდა იყოს თანამოაზრე და რისი გაკეთებაც არ უნდა დაგეგმონ მათმა.
ანუ ადამიანები საფრთხეა უკვე მაგათვის, ვინაიდან ადამიანები არიან უკვე მონები მათი, ეგენი კიდე უსამართლო მფლობელები ყველაფრის და მართველები.
პრეზიდენტები, მინისტრები, მოადგილეები, პოლიციელები, ეკონომისტები, იურისტები, სამხედროები, მასწავლებლები, ექიმები და ა.შ. ეგენი ყველანი ჩვეულებრივი ხალხი არიან, თავიანთი ცხოვრებით და ვალებით, ეგენი დამოუკიდებლად არაფერს არ წყვიტავენ, არსებობს ერარქია, სუბორდინაცია და ზუსტად მასე მართავს ეგ სისტემა პლანეტას, აი სისტემის სათავეში კი ის კლანებია ვისაც ეს ბანკები ეკუთვნის, არა ბანკის პრეზიდენტები ან მართველები, არამედ საერთო მფლობელები.