ღირსეული მამათმავლები გმობენ გეი პრაიდს.
ღირსეული მამათმავლები გმობენ გეი პრაიდს.
- ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ე'წ' გეი პრაიდს, - აცხადებს რესპონდენტი, რომელიც ვინაობის გამხელისგამ თავს იკავებს, - ნამდვილი და ღირსეული მამათმავლები, მიუხედავად იმისა, რომ მხურვალე შემოთავაზებები იყო, არავითარ შემთხვევაში არ დავდგებით მაგ მოღალატე მასხარებისა და კლოუნ თაბაგარის გვერდით...
- რატომ მოღალატე?
- დიახაც მოღალატეები არიან! ეგენი უთავმოყვარეო, ფულისმოყვარული ფერადი ხროვაა. მაგათ ოღონდ ფული დაანახე, ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩვენ სხვა ტიპები ვართ, სხვანაირი გაზრდილები ვართ. ჩვენთვის ფული მეორეხარისხოვანია, ჩვენთვის სიყვარულია მთავარი. მაგათთვის უკანალს მხოლოდ სახმარი ღირებულება აქვს და ყოველგვარი სირცხვილი დაკარგული აქვთ.
მაგათ ჰომოსექსუალობა ბიზნესად გაიხადეს და თავმოყვარეობა თაბაგარს ჩააბარეს. ღირსების მარშს თუ ატარებ, უკანალის მიცემა ღირსება ნამდვილად არაა...
- უკაცრავად? თქვენ თქვენი თავი უღირსად მიგაჩნიათ?
- არავითარ შემთხვევაში. ჩემი ღირსება არის ის, რომ რაც ღმერთმა განსაცდელი მომივლინა, ანუ ეს ე.წ. გადახრა, ღირსეულად ვზიდო და არავინ შევაწუხო ამ ჩემი ანომალიით. მე და ჩემნაირები ვუძლებთ ამ ცხოვრებას, ინტეგრირებულები ვართ საზოგადოებაში, არავის ვაწუხებთ ჩვენი ქვენა გრძნობებით, ვმუშაობთ ტელევიზიებში, სახელოვნებო დარგებში, ვყოფილვართ პოლიტიკაშიც, მთავრობებშიც და არავის დავუჩაგრივართ. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ჩვენნაირები და პატივისცემისა და სიყვარულის გარდა არაფერი რგებიათ წილად. და იცით, რატომ?
- რატომ?
- იმიტომ, რომ არავინ შეგვიწუხებია ჩვენი საჯდომის, ან პენისის გამომზეურებით, არასდროს გაგვიწევია პროპაგანდა სექსისთვის, ზოგადად, და ახალგაზრდებისთვის არ გვიბიძგებია, გინდა თუ არა ჩვენ დაგვემსგავსეთო... ახლა უკვე დაქორწინება და შვილების აყვანაც მოითხოვეს! მთლად ჭკუიდან არიან გადასულები, აღარ იციან, რითი უმტრონ კაცობრიობას. ამ კაცობრიობას კიდევ საკუთარი უბედურება ეყოფა...
- თქვენ ძალიან უჩვეულოდ საუბრობთ გეის კვალობაზე!
- გეუცხოვათ, არა? არადა, ყველა ნამდვილი პატიოსანი და პატრიოტი გეი ჩემსავით ფიქრობს. ამ მასხარებმა კი საერთოდ დაუგდეს ფასი ნამდვილ სიყვარულს, რომელსაც მალვა სჭირდება. დიდი ფული იშოვება მსოფლიო გეიინდუსტრიაში. ეს უსირცხვილოებიც იმ საქმოსნების ანასხლეტები არიან. მათთვის არც სამშობლო არსებობს, არც პოლიტიკური ნიუანსები და ყველაფერზე წავლენ, თუკი მაყუთი ჩამოუვათ... ახლა ამ რაღაც კვირეულის დრო იყო? იქნებ როგორმე შევმძვრალიყავით ევროპაში, ნატოში. იქნებ როგორმე გამოსწორდეს ეკონომიკური ვითარება... მაგრამ ეგენი ზურგში დანას ისე ჩაგცემენ, თვალს არ დაახამხამებენ! რუსეთსაც ეს არ უნდა? არ იციან, რომ რუსეთს აქ არეულობა აწყობს? არ იციან, რომ ქართველისთვის უკანალი ძალიან საკრალური თემაა?
სად ნახეთ სხვა დროს ახალგაზრდების ასეთი გამძვინვარება? და არამარტო ახალგაზრდების...
- ძალადობას ხომ არ ამართლებთ?
- არავითარ შემთხვევაში! ძალადობა ნებისმიერ დროს დაუშვებელია! თუმცა, ყოველთვის იარსებებს გამონაკლისები ისეთ ერებში, რომლებშიც მამაკაცობა და მანდილოსნობა, ანუ ოჯახი, როგორც ასეთი, მეტისმეტად წმინდა და ხელშეუხებელი ცნებებია. მე ვაღიარებ ამას, მესმის ეს და გულითაც რომ მინდოდეს, ვერ გავაპროტესტებ ჩვენს ,,დისკრიმინაციას'', რადგან მესმის ჩემი ერისა და ხალხის, ვიცნობ მის მენტალიტეტს... ამ თაბაგარის მოსწავლეებმა იციან ეს, კარგად აქვთ გაცნობიერებული, მაგრამ მაინც ასე მოღალატურად იქცევიან... როგორც კიკუ იტყოდა, ,,ფული ბაბა, ბევრი ფული''-ო.
- ამის შემდეგ ბევრი ალბათ რუსეთუმედ მოგიხსენიებთ...
- მაგალითად ვინ?
- მაგალითად, ტვ პირველი, ფორმულა, მთავარი, ნაცმოძრაობა, სამნიძე, მაქარაშვილი...
- არ მაინტერესებს. ყველა კარგად იყოს. მე ჩემი სიმართლე მაქვს.''

აი გეი და მოსწრება! ლუარსაბი არა ონოფრე...