#58101474 · 6 Jul 2021, 22:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაპატიეთ მაგრამ… სამწუხაროდ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მეფობს (ბევრი თქვენგანი ქვევით ჩამოთვლილზე იტყვის ალბათ რომ ეს ყველგან ხდება და ეს პირველი დიდი შეცდომაა, ყველა ფორმით, ხედვით და განზომილებით): მეფობს ტყუილი, ცინიზმი, მიუღებლობა განსხვავებული აზრის, განსხვავებული გამოხატვის, ძალადობა და უმეცრება - სიბნელე, სადაც განათლება, კანონი და სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ კერძო ინტერესებს ემსახურება, სადაც მასას მოწონს მოძალადე (სტატისტიკური არჩევანი სახეზეა ათწლეულები), სადაც ბოღმა და მიუღებლობა ქმნის რეალობას - სადაც ეს არის არჩევანი ხალხის (თუნდაც არ არჩევანი სიჩუმეში), ხალხის ხედვა ბოლო 30… წლიანი დამოუკიდებლობის შემდგომ. ევროპასთან და ცივილიზირებულ სამყაროსთან, მომავალთან სიახლოვის სურვილის მიღმა არის ეს რეალობა.
|