მართლა შენი სათაყვანო მაცხოვარას თანამოაზრე და დონისა ყოფილხარ:
თაბაგარი რიონის მცველებზე: სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა
02 ივლ 202112:33
fb
clock 387
თაბაგარი რიონის მცველებზე: სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა
"ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა". - ასე ეხმაურება Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი რიონის მცველების ჰომოფობიურ განცხადებას.
"რიონის ხეობის მცველები" თბილისი პრაიდს გაემიჯნენ.
გავრცელებულ განცხადებაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა თქვეს, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულის იდეა ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ".
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და თვლიან, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე".
ისინი აღნიშნავენ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინაამდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ".
"საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას". - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 24 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რიონის მცველების აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო. შსს-მ აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა.
ინდიცდნტის მიუხედავად, Tbilisi Pride-მა განაცხადა, რომ ისინი იზიარებენ "რიონის მცველების" მოთხოვნებს და მიაჩნიათ, რომ პროტესტი სამართლიანია. სწორედ ამიტომ, პრაიდში აცხადებენ, რომ გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ პროტესტის დისკრედიტაციის საშუალება.
თბილისი პრაიდმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციების ორგანიზატორებს მიმართა და მოუწოდება მათ, გაემიჯნონ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც ქვიართემის წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.
This post has been edited by kardinali100 on 7 Jul 2021, 10:09