#58105216 · 7 Jul 2021, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიციაში მომუშავე ხალხს, მოსაზღვრეებს და ჯარისკაცებს ჩემგან დიდი პატივისცემა და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ხალხისგან. ურთულეს საქმეს აკეთებენ და ხშირად საკუთარ სიცოცხლის რისკის ფასად.მითუმეტეს ბრბოსთან როცა გაქვს საქმე, არ იცი რას მოიმოქმედებენ და რა მოგივა... მაგრამ დღევანდელი პოლოცია მილიციას ჰგავს ქოცების ხელში და საკუთარი სავარძლების შენარჩუნების იყენებს მხოლოდ- ისიც არასწორად. გუშინ როგორც იყო- მთელი პოლიციის მობილისება მოახდინეს 1 ადგილას და სხვაგან რო რამე მომხდარიყო პატრონი არ ყავდა ქვეყანას. გასაგებია რომ დიდი რისკია დაპირისპირების ასეთი შეკრების დროს, მაგრამ მთელი ძალის მობილოზება და გადაწონა-გადმოწონას თამაში და ჭიდაობა კი არ უნდა მოხდეს კანონდამრღვევ მასასთან, უნდა მოხდეს შესაბამისი საშუალებების გამოყენება. ასეთ დროს აღარ გახდება საჭირო დიდი ძალის მობილიზება. ეგ არის გომელაურის და შნირების ბრალი ვინც გადაწყვეტილებას იღებს და არა უშუალოდ პოლიციელების.
მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ვარ, 2019 წლის 20 ივნისს რაც მოხდა იყო საჭირო და სწორი მოქმედებები შსს სუსის.ხო ხდებოდა მაშინ კანონდარღვევა, რატომ მიიღეთ მაშინ ზომები და გუშინ ან იმისწინ არა? 20 ივნისს ოპოზიციამ ჩაისვარა და თავი გაიბანძა თავის ტყუილებში. ასეთი უტვინო გგონიათ თქვენი ამომრჩეველი? პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს რაც ხდებოდა და მაინც გვიმტკიცებდნენ უსირცხვილოთ მშვიდობიანად ვიყავით ქვებს არ ვისროდით, ფარებს და ჩაფხუტებს არ ვგლეჯდით პოლიციელებს,პარლამენტში შეჭრას არ ვაპირებდით და უმიზეზოდ დაიწყეს დარბევაო... მერე ვინც გადაამეტა და თვალები დასთხარა ეგ არ უნდა მომხდარიყო და მკაცრად ყოფილიყო ამ ყველაფრის ჩამდენნი დასჯილი. რაც ქოცებმა არ გააკეთეს. ნებისმიერი კანონდარღვევის და დაუმორჩილებლობის დროს უნდა მოხდეს სამართლიანი რეაგირება, ნებისმიერ ვითარებაში.მაგას არ აქვს მნიშვნელობა წვეროსნების აქციაა, ანტი სამთავრობო, ლგბტ ების თუ სხვა.
This post has been edited by Ghare on 7 Jul 2021, 16:05
|