არ ვიცი არის გაუნათლებელი თუ არა, არ ვიცნობ, არანაირი შეხება არ მქონია ადამიანთან და ვერ ვწერ ეგრე, არც საჯარო მოხელეა, არც მედიური სახე, არც არავინ რომ ალალი გულით შეიძულო რამე სხვა ნიშნით ან პარტიულიბით ან ეშმაკმა იცის კიდევ რით, როგორც ახლა ქოც-ნაცეთი მძულს თუნდაც მაგ მიზეზით.
ერთადერთ რამეს უეჭველი ვხედავ ამ ადამიანს რომ ვუყურებ, ერთ ადგილას არ არის გაჩერებული, შეხედულებები ეცვლება ანუ ან განვითარების პროცესშია ან რეგრესს განიცდის რასაც მე ნამდვილად არავინ მკითხავს.
გადატანილმა თავგადასავლებმა თუ ეკლესიაში მიიყვანა, რწმენა მისცა და ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს ვერც ამაში ვხედავ ვერაფერს ცუდს, სიტყვის თავისუფლების უფლება ჯერ კიდევ გვაქვს ქვეყანაში, რასაც ხედავთ აქტიურად იყენებს. მეორე მხარეს ნათელს რომ უძახით იქიდან ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ "სიბრძნეებს" და სიძულვილს ანთხევს ხოლმე იფიქრებ რამე დანაშაული შენც ხომ არ მიგიძღვის მათ ასეთ ზიზღში მაგრამ არა, არც მათ იცნობ, მათგან განსხვავებით ეს კიდევ უფრო მეტად ინარჩუნებს ტოლერანტულობას.
მთავარია ახლა როგორმე დაწყნარდეს ორივე მხარე, ყელშია უკვე ეს ყველაფერი ამოსული, ####### დუღს ფორუმზე უკვე რამოდენიმე დღეა, აქ ახალი ამბების წასაკითხად შემოვდიოდი ხოლმე, ხალხის აზრის გასაგებად, ახლა შემოდიხარ და ასი თემაა გახსნილი ერთ საკითხზე!
კარგი ისინი ბნელები არიან რომ ესენი ეზიზღებათ და საცემად იწევენ მაგრამ აქ ფორუმზე როდესაც მიდის ეკლესიის გინება, არა სამღვდელოების ან რომელიმე კონკრეტული პირის არამედ ამ შემთხვევაში პირდაპირ რელიგიის, მერე ვიღაც რომ გამოდის და ღმერთი გაპიდარასტდაო წერს, ესენი რით არიან უკეთესები? ან ადმინისტრაცია სად ჯანდაბაშია? ან მოდერაცია სად არის? გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი, ფარსში გადაიზარდა ზენორმატიული ლიბერალიზმის ფარსში, შე კაცო თუ ამდენი გასხივოსნებული ტვინი გვყავს ამ თბილის ქალაქში როგორც ამ ფორუმზე ეფრქვევა "სინათლე" ქუჩები რატომ გვაქვს ჩა####?

გამოდის რომ ვიღაცეები რაღაცეებში მლიქვნელობენ ხომ?
This post has been edited by almaximum on 8 Jul 2021, 16:05