მოდერნა არ გადის ექსპორტზე, შტატებშიც არაა ბევრი.
ფაიზერი ყველა დიდ აფთიაქშია, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და აგცრიან.
თვითონ ვაქცინები ერთი და იგივეა ფაქტიურად, უბრალოდ განსხვავება ისაა რომ ფაიზერით 30 მიკროგრამი ანტივირუსი შეყავთ, მოდერნათი 100 მიკროგრამი.
შესაბამისად გვერდითი მოვლენების ალბათობა უფრო მაღალია მოდერნაზე.
მაგიტომ ითვლება ფაიზერი უფრო უსაფრთხოდ და აქ(შტატებში) 12 წლის ზემოთ ბავშვებსაც ცრიან ფაიზერით.
და ფაიზერზე ვარაუდობენ რომ 9 თვის შემდეგ კიდე ერთი ვაქცინაცია იქნება საჭირო საბოლოოდ რო დაბლოკოს ვირუსი და მოდერნაზე არ იქნება საჭირო სავარაუდოდ, დიდი დოზაა ისედაც...
მე მოდერნა მინდოდა, გასამარიაჟებლად

მაგრამ სახლის გვერდზე აფთიაქში რო მივედი მარტო ფაიზერი ქონდათ, მისამართი მომცეს სადაც იყო და დამეზარა წასვლა და ფაიზერი გავიკეთე.
გვერდითი ეფექტები თითქმის არ მქონია.
პირველ დოზაზე ნანემსარი მტკიოდა ერთი დღე ოდნავ, რამეს რო მიარტყამ მხარს და დაგილურჯდება, ეგეთი შეგრძნება მქონდა.
მეორე დოზაზეც მასე, ნანემსარი მტკიოდა ოდნავ ერთი დღე და ვაქცინაციის ღამეს გამეღვიძა და მცხელოდა, სავარაუდოდ სიცხე მქონდა, არ გამიზომია.
მეორე დილიდან უკვე არაფერი...
პ.ს. რა მაინტერესებს - სინოფარმით აცრილები ანტიგენზე იტარებენ ტესტს და ანტისხეულებს იმოწმებენ.
ჩემმა ბიძაშვილმა გაიკეთა სრული ვაქცინაციის შემდეგ და ძაან მაღალი ქონდა ანტისხეულები, იმუშავა ვაქცინამო.
და ფაიზერზეც იქნება ნეტა?
იმიტო მაინტერესებს რო სინოფარმი ძველი ტიპის ვაქცინაა, ინაქტივირებული ვირუსი რო შედის და ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს და ფაიზერით დნმ-ში ინფორმაცია შედის რო ვირუსი თუ შევიდა, დედა უტიროს.
და ანტისხეულებსაც თუ გამოიმუშავებს წინასწარ, ეგ არ ვიცი...
This post has been edited by Frankens†ein on 9 Jul 2021, 07:38
Mens sana in corpore sano...