#58114093 · 9 Jul 2021, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორუმის ყველაზე დიდი პარადოქსი:
რაც უფრო მკვეთრად უღმერთოა იუზერი, მით უფრო კანიდან ძვრება , რათა ვიღაცას დაუმტკიცოს, რაოდენ ბნელია მორწმუნე ადამიანი. თან "მეცნიერების " მოშველიებით.
ვინმემ გაიძულებთ ამ ქვეყანაში ეკლესიაში სიარულს, ლოცვათა კითხვას, მარხვას, ნათლობას, ზიარებას, მოყვასის სიყვარულს?
და თუ ხედავთ ეკლესიის მხრიდან თქვენს მიმართ მკვეთრ ქმედებებს, არამგონია გეშლებოდეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ანუ ვინ არის კომუნიზმის შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ისტორიის მანძილზე, ყველაზე მასშტაბური დარტყმის სათავე.
და თუ ამ ომში ჩაებით, მზად უნდა იყოთ, რომ განსაცდელი მოგელით, რადგან საქართველოში რწმენისთვის ბრძოლას ყოველთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათი ჰქონდა, და ორივე მხარეს შეწირვა მოგვიწევს.
ამიტომ კარგად მოზომეთ, სანამ კედელს დაეჯახებით....................................................................................
This post has been edited by altim17 on 9 Jul 2021, 19:45
--------------------
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.
|