ეგრეც არის, თუმცა ზუსტად მაგ სელფაობას, პრანჭიაობას და დაბუშტულ ტუჩებს ებრძვიან ეს ბნელები და ამიტომაც, თუ საჭირო გახდა ავანგარდში დადგებიან ეგ ბავშვები, როგორც 2019 წლის ივნისში იყო.
უკანასკნელ 10-15 წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რამაც ახალგაზრდების ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.
ერთი იყო ეროვნული გამოცდები, რის შედეგადაც რეგიონებიდან ჭკვიან ბავშვებს მასობრივად გაუჩნდათ თბილისში ჩამოსვლის, სწავლის და კარიერის გაკეთების შესაძლებლობა.
მეორე იყო/არის ინტერნეტიზაცია და შესაბამისად, პირდაპირი წვდომა ჰოლივუდზე/დასავლურ კულტურაზე, რასაც ამ კულტურის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება მოჰყვა, შესაბამისი ქცევის პატერნების ცვლილებებით.
და მესამე, ეს არის ევროპასთან ვიზების მოხსნა, რამაც ქართველებს უკვე შანსი მისცა არა მხოლოდ ვირტუალურად, არამედ ფიზიკურად შეხებოდნენ დასავლურ კულტურას.
დასავლური კულტურა კი, თავისუფლებასთან, განათლებასთან, წესრიგთან და ტექნოლოგიებთან ერთად, კაი თამამ სექსუალურ ურთიერთობებსაც გულისხმობს

სადღც მესმის ორკების, 28 წლის ვარ და მე მიჭირს დღევანდელი თინეიჯერების გაგება მაგ საკითხში ხანდახან. სტანდარტული გახდა მაგალითად შეყვარებულთან სექსი თინეიჯერობაშივე. გემო გაუგეს ასევე ერთჯერად ურთიერთობებს და one night stand-ებსაც თინეიჯერობაშივე. ეს 10 წლის წინ ნამდვილად არ იყო ასე, მაგრამ შემოდის. მე ვაცნობიერებ, რომ ეს გარდაუვალი და ვიღებ, მაგრამ ამას ვერ ხვდება უამრავი ადამიანი, მითუმეტეს უფროსი ასაკის და პრინციპში, მთელი ეს გაწა-მაწიაც მაგისი შედეგია. პოლიტიკოსები უბრალოდ ქულებს იწერენ ორივე მხრიდან, რაც ასევე ბუნებრივი პროცესია.
მოკლედ რომ ვთქვათ, საპატრიარქო ცდილობს ქართველი ქალები უკან, კუხნაში შერეკოს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ის ახალგაზრდები, ვინც უკვე გამოვიდნენ კუხნიდან. მომენტი საპატრიარქოს კარგად აქვს შერჩეული, ცეცხლი გახსნეს ეხლა, სანამ ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან. 5 წლის შემდეგ უკვე უმცირესობაში იქნებიან, 20 წლის შემდეგ კი სექტის დონეზეღა იქნებიან, დაცარიელებული ეკლესიებით. შემდეგ კი რეფორმირება მოუწევთ, სხვანაირად გარდაუვალია. ბოლო გაბრძოლება აქვთ, რასაც აუცილებლად წააგებენ, მაგრამ მანამდე ბევრ რამეს და ვინმეს დააზიანებენ. კუდს იქნევენ მოკლედ, თუმცა ხელისუფლების შენარჩუნების რესურსი არ აქვთ ან თუ აქვთ, უკიდურესად მოკლე პერიოდის განმავლობაში.
იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. "შავებზე'', კომუნისტებზე და წითელ ინტელიგენციაზე. ყველა ამ სოციალური ჯგუფის ბოლო გასროლა იყო 2012 წელი და ეხლა ბოლომდე ებღაუჭებიან ამ შედეგს, თუმცა როდესაც ძალაუფლების დათმობა მოუწევთ, მეტჯერ რევანშს ვეღარ მოახერხებენ.
მოკლედ, მომავალი არის ფერადი, დამოუკიდებელი, განათლებული და თამამი ახალგაზრდების. მიმდინარე პროცესი კი კულტურული რევოლუციაა. ეს ყველაფერი ლოგიკურია. 30 წელი ძალიან, ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირიდან ევროპის კავშირში გადავიდეთ. 30 წელი, ეს ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომელბმაც ცხოვრების პირველი ნახევარი კოლხოზში, აგიტატორის სმენაში გაატარეს, სადაც ტელევიზორში ჭრიჭინა გადიოდა და ცხოვრების მეორე ნაწილში პარიზ-ბერლინ-ამსტერდამის ცხოვრების წესი შემოუვარდათ. იძალადებენ, აბა რას იზამენ...