#58132644 · 14 Jul 2021, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
namo
| QUOTE | აგანშენა ღმერთმა. შენ რომ გინდა საუბარი ეგ ძაან კაია. |
რაც მე საუბარში მაქ დრო გატარებული. სხვა გზა არ არსებობს.
| QUOTE | მაგრამ დღის წესრიგი მედიას მიყავს, ეგენი არ აპირებენ არავისთან საუბარს. თავიანთი აჯენდა აქვთ - რომელშიც ქრისტეს ეკლესია პუტინის მსხახურია.
|
ქრისტეს არავინ არ შეურაცხყოფს... აი საერთოდ არავინ. საპატრიარქოს ქმედებები კი არ გეჩვენება საეჭვოდ? წარმოგიდგენია შენ ქრისტეს მიუღებელი ადამიანების დაშლა დაეორგანიზებინა?
საპატრიარქო დღეს ცდილობს საზოგადოების გახლეჩვას... მრევლს მოუწოდებს ქართველობა და ქრისტიანობა არის დასაცავიო. იმის ნაცვლად, რომ აგრესიული ადამიანების შეკავებას ცდილობდეს და ასწავლიდეს, რომ ძალადობა არ მოსულა.
არიან ძალიან კარგი სასულიერო პირებიც, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ აქვთ დიდი გავლენა. ამ ბოლო დროს გამოჩნდა ზაზა თევზაძე, რომელიც ძალიან გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებს.
| QUOTE | გასაგებია რომ თეორიულად მიუღებელია , პრაქტიკულად რატომ ხდება თქო ასე ეგ ვიკითხე ? ამ ხალხს ხო აფარებს ვიღაცა ხელს.
|
საქართველოში? აქ არც სასამართლო გვაქ დამოუკიდებელი და ზოგადად არც ერთი ინსტიტუცია არ მუშაობს.
ჩვენთან ყველა კანონის წინაშე თანასწორი არაა... მთავარია ვის სად ჰყავს ნაცნობები. ამას ვებრძვით და ვცდილობთ ნორმალური ქვეყნის მშენებლობას... მაგრამ მერე გამორბიან ლგბტ-ები გვართმევენ ქართველობასო (ხო ხვდები რომ საერთოდ არარელევანტური საკითხია დღეს ქვეყანაში..)
| QUOTE | ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება ეგ შეფასება.
|
სისულელეა, როცა ადამიანებს ყოფენ 1 კონკრეტული ჯგუფის მიხედვით და მას არქმევენ უმცირესობას... ადამიანებს უამრავი თავისებურება გვახასიათებს და იმ კონკრეტულ კომბინაციას მეტი არავინ წარმოადგენს... ამიტომ ყველაზე პატარა უმცირესობა არის ინდივიდი. ეგ არ ესმით იმ ნეომარქსისტებს, რომლებიც კოლექტივების უფლებებზე საუბრობენ (ლგბტ უფლებები, ქალის უფლებები, ზანგების უფლებები და ა.შ.)
| QUOTE | შენ ამიხსენი ამ პრაიდს რა აზრი აქვს რისთვის ტარდება ? მე მგონია რომ ერთადერთი მიზანი არის პროვოკაცია, არეულობის შემოტანა სხვა მიზანს ვერ ვხედავ მაგ ღონისძიებაში.
|
რა მნიშვნელობა აქვს? ალბათ იმისთვის ატარებენ, რომ როცა ცემენ ფული ჩაურიცხონ. შეიძლება მართლა გულით უნდათ რომ ამ ქვეყანაში ლგბტ ადამიანს არ მოუწიოს ტყუილში ცხოვრება და შეძლოს იმის აღიარება თუ ვინ არის რეალურად. შეიძლება პროვაკაცია იყო პოლიტიკური მიზეზებით.
არ ვიცი და დიდად მნიშვნელობა არ აქვს. სიტყვის თავისუფლება და მანიფესტაციის უფლება, იმიტომ არის უფლებები, რომ ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. იქნებიან ესენი ლგბტ-ები, ფაშისტები, ორკები, კომუნისტები თუ ვიღაც გიჟები კიდევ.
ან ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში, ან ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება თავ-ყბა დაგიმტვრიონ იმიტომ რომ ვიღაცას თვალში არ მოუხვედი..
This post has been edited by Nickboy on 14 Jul 2021, 13:24
|