არაა, როგორც დიდი პერი მეისონი იტყოდა, თეორია უნდა მოერგოს ფაქტებს და არა ფაქტები თეორიასო

უდავოდ, პრაიდი დიდი ხნის დაანონსებული იყო და ყველა ემზადებოდა მაგისთვის და ყველას სათავისოდ უნდოდა გამოყენება: ლგბტჭღრპ++, რადიკალები (მართულებიც და ისეც), საპატრიარქოც და ხელისუფლებაც. ასევე უდავოა, რომ ხელისუფლებამ _შეგნებულად_ დაუშვა დაპირისპირება და ყველაზე მეტი მათ იხეირეს (ამაზე ცოტა ქვემოთ). რუსებს კიდევ ყველაფერი აწყობთ, რაც არევ-დარევს და დაძაბავს სიტუაციას - აქეთაც მისცემენ ფულს და იქითაც. ჩემი ხედვით, საფრთხეების გათვალისწინებით, ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა პრაიდის გაუქმება, რაც აგვაცილებდა უამრავ პრობლემას და დე-ფაქტო ისედაც მოხდა, ოღონდ იმ დილით, როდესაც უკვე არაფერი აზრი აღარ ჰქონდა. რატომ არ გააკეთეს ეს ორგანიზატორებმა, ჩემთვის გამოცანაა: ან სასარგებლო იდიოტები არიან ან შეგზავნილი ჰყავთ ვინმე შიგნით ან მთელმა კანტორამ შეგნებულად იმოქმედა ასე - დაძაბეს და მერე მოტყდნენ (მმკ რომ დასცხებდა, არ უნდოდა ამას დიდი ნოსტრადამუსობა). ორივე ვარიანტში ხელისუფლების და რუსების სასარგებლოდ იმოქმედეს და თუ დასავლეთი დგას მათ უკან, სერიოზული ხაია მოუვიდათ, როგორც მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში (არჩევნებამდე).
ახლა ჩემ თეორიას რაც შეეხება, დიდი ალბათობით, ეგ გაცვლა დიდი ხანია მზადდებოდა (რაც უნდა მარიონეტკა იყოს ბიბილოვი, არ ხდება ეგეთი ამბები 2 და 3 დღეში), ოფიციალური წერილის მიწერამდე ბევრად ადრეც კი. დიპოლომატიური ურთიერთობა რუსებთან არ გვაქვს, ცხინვალთან მითუმეტეს, ამიტომ ფასადად მოიძებნა სასულიერო არხები და, პრინციპში, მშვენიერი ქავერია - ერზაც-დიპლომატიაა, ფაქტობრივად, და ყველას აძლევს სახის შენარჩუნების საშუალებას. შესაძლოა, საპატრიარქოს პროექტი იყო თავიდანვე და არა მთავრობის - ამაზე ვერაფერს გეტყვი.
თვითონ საპატრიარქოს რაც შეეხება, მთავრობამ მაგრად შეუსრულა - სიტყვით მათ მხარესაა (საარჩევნოდაც მოიმატებს რეიტინგს), მაგრამ სინამდვილეში დიდი დარტყმა მიაყენა და ეს ნელ-ნელა გამოჩნდება. "ქრისტეს სახელით ნაცემი ჟურნალისტების" ლაქას დიდხანს ვერ ჩამოირეცხავენ, ლაშქარავას გარდაცვალება კიდევ უფრო ამძიმებს სიტუციას (პარადოქსია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რითი გარდაიცვალა). გარდა ამისა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი დააკარგვინა, ზომიერებიც კი. რაც გრძელ ვადაში ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა ამ ინსტიტუტზე.
მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ ყველაფრის მთავარი ბენეფიციარი ხელისუფლებაა, მთავარი წაგებული ქვეყანა, ხოლო მთავარი დეგენერატები - ლგბტ და საპატრიარქო, უშუალო აქტორები, რომლებმაც ორი ნაბიჯით არ გაიხედეს ცხვირწინ. პირველი იმიტომ, რომ უბრალო განცხადებით მსვლელობის გაუქმებაზე (რაც აქამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ წლების განმავლობაში), გაანეიტრალებდა სიტუაციას, ხოლო მეორე იმიტომ, რომ ვერ შეძლო წესრიგის დაცვა თავისი ორგანიზებულ მიტინგზე (პროვოკატორები, მოგზავნილები და ა.შ. გრამაფონშია, პასუხისმგებლობა ორგანიზატორისაა). რუსებს კიდევ ნებისმიერი არეულობა უხარიათ და აწყობთ.
This post has been edited by kwinto on 16 Jul 2021, 14:12