არ მესმის რატომ ვწუწუნებთ და რატომ ვცდილობთ სხვას ვაბრალოთ ყველაფერი
რეალურად შევხედოთ ყველაფერს.
ევროპას და განსაკუთრებით ცენტრალურს
აწყობს ევროპის გაფართოება.
უსაფრთხოების კუთხითაც და ბაზრის გაფართოების კუთხითაც
ამ ტერიტორიაზე რომ ავღანეთი იყოს იმას რა თქმა უნდა ურჩევნია ვთქვათ თუნდაც ბულგარეთის ტიპის სახელმწიფო იყოს
ოღონდ მეორეს მხრივ ფიქრობს რომ უცხო სხეული პრობლემა შეიძლება იყოს
(კულტურულად, სოციალურად თუ თუნდაც რელიგიურად)
ამაში ხარჯავს ფულს და თავის მხრივ ცდილობს რომ შენც ეს უცხო "წვეტები" მოგიქლიბოს რათა არ იყო უცხო და ადვილად დაინტეგრირდე
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავიანთი ინტერესის გამოა და ეს ნორმალურია
აი წარმოიდგინეთ
ჩვენ რომ გვქონდეს დიდი ფული და გარკვეული გავლენა
პირველ რიგში ხომ ვიჩალიჩებდით მაგალითად აზერბაიჯანი ყოფილიყო სხვანაირი, თურქეთი, სომხეთი (რუსეთს ვერ გავქაჩავდით

) მერე თუ გაქანება გვექნებოდა იმის იქით სირიას და ერაყსა ვიჩალოჩებდით
ეს რა თქმა უნდა თეორიულად მაგრამ განწყობა ხომ გვექნებოდა
იმიტომ რომ, რელიგიური, კულტურული, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით ასე ჯობია
ჰოდა ევროპაც, თავის დროზე შეკოწიწდა და ამ პოლიტიკას აწვება
ალბათ ბოლო ფორფოსტი ვართ ჩვენ და სომხეთი ვინც შეიძლება ისწრაფვოდეს, ჩვენს იქით აღარავინაა
ახლა დაემთხვა ის რომ ჩვენც ვისწრაფვით (ისტორიულად) მათკენ, ოღონდ ამ ასწლეულებში ბევრ კარგ თვისებასთან ერთად ბევრი ველური თვისებაც შევიძინეთ.
ესეც ნორმალურია
მაგრამ შინაგანად ქართველი ევროპელია,
ესთეტურად, რელიგიურად (წვეროსნების მიუხედავად), ზოგადი ღირებულებითი რასკლადით
და არავითათარ შემთხვევაში აზიელი
როგორც ჩანს რელიგიამ მაინც მკაფიოდ გაავლო ეს საზღვრები
ჰოდა თუნდაც ეს ჰომოფობია ან ქსენოფობია დარწმუნებული ვარ რომ არ არის შინაგანად ქართველისთვის ორგანული
ინტეგრაციისთვის გზა გვაქვს გასავლელი
ტრაკის მიცემას არავინ გვავალდებულებს მაგრამ ტოლერანტობა და უცხოს მიმღებლობა მნიშვნელოვანია
ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გაგება გვესმოდეს
რა არის, გადასახადი, ბიუჯეტი, პარლამენტი, ხელისუფლება, სასამართლო
რა არის მოქალაქის უფლება და მოვალეობა და ა.შ.
ეს უნდა დაინახონ და დარწმუნდნენ რომ მოგვარებულია ან უეჭველი მოგვარდება
სხვანაირად მიღებას გინდ ნატოში გინდ ევროკავშირში რომც შეგვპირდნენ არ უნდა დავიჯეროთ