#58159149 · 22 Jul 2021, 10:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოპოზიციას შანსი არ აქვს ამ არჩევნებშიც, მიზეზი ბევრია. ამ ცხრა წლის მანძილზე რამოდენიმე მესიჯის გარდა ახალი ვერაფერი მოიფიქრა, უკვე მარაზმად იქცა -"ოცნებას რუსეთისკენ მივყავართ", "ყველა ქოცი გაუნათლებელია", "მიშამ ბათუმი ააშენა", "ჩვენ უფრო ევროპელები ვართ", "არჩევნები გაყალბდა" და ეგ არის ამათი მთელი პოლიტიკა, რამე გამომრჩა?
ოცნება, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, გაცილებით უფრო საზრიანად იქცევა, უფრო მრავალფეროვანია, მრავალსეგმენტური. თუნდაც ეგ ვოლსკი ძალიანაც მოწონს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს (პლეხანოვი, ნახალოვკა და რამე), თავისი ქცევით და მეტყველებით. არის კალაძე, რომელსაც თავისი სეგმენტი უჭირავს, და ასევე გარკვეულ დიდ ჯგუფს მოატანინებს ხმებს. გამოიყენეს და მომავალშიც გამოიყენებენ გახარიას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ჯგუფისთვის გასაგებ მესიჯებს იძლევა. არიან კიდევ სხვებიც, რომლებიც მუშაობენ ევროპული, რუსული, რელიგიური და სხვა განწყობების სეგმენტებზე.
და რა შეცვალა ან რა მანევრი გააკეთა ოპოზიციამ ამ პერიოდში? რა შეცვალა ამდენი წაგების შემდეგ? აბსოლიტურად არაფერი, ერთადერთი ახალი მთელ ოპოზიციურ სპექტრში იყო გირჩი, რომელიც ოცნებამ უმოკლეს დროში ჭკვიანურად დაშალა და გაამარგინალა. ყველა დანარჩენი არის ტრადიციული მესიჯბოქსის მქონე ჯგუფი, რომელსაც აქვს ელექტორატის ხმების დაახლოებით მესამედზე ცოტა მეტი, რომელიც არ გაიზრდება, ან რატომ უნდა გაიზარდოს? და ან რატომ არ უნდა შემცირდეს, თუ ახალს აღარაფერს არ სთავაზობ?
|