#58156673 · 21 Jul 2021, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კალაძე არჩევნებს მოიგებს. იმიტომ რომ მოგვწონს თუ არა და იმის მიუხედავად რა არ გააკეთა, რა არასწორად გააკეთა და რა ცუდად, რა დაშავდა და გაფუჭდა ამ პერიოდში, მაინც სჩანს მთლიანი კონტექსტის თუნდაც ის მცირე ნაწილი სადაც ძვრა იყო. იქნება ეს ბასლეინები, ახალი ავტობუსები, რეაბილიტირებული პარკები და ა.შ. ეს რაც არ უნდა ზედაპირული და ცოტა იყოს იმასთან შედარებით რა პრობლემებიც აქვს ქალაქს, და რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს თითოეულ ამ პროექტთან, 'რაღაცის კეთებად' მოსჩანს წინა ადმინისტრაციების ფონზე, ისეთ სავალალო დღეში ვართ. რაც არ უნდა ზედაპირული იყოს ურბანული, ტრანსპორტის და გამწვანების პრეზენტაციები, მაინც ამ მიმართულებებით თითქოს ფიქრის შთაბეჭდილებას ტოვებს ამომრჩეველში. რაც არ უნდა არაეფექტური ყოფილიყო მაინც შეიქმნა ურბანული სამსახური, მართალია მერე ტრანსპორტს შეუერთდა... აი ამ მძიმე ფონზეც კი, ოპოზოცია საერთოდ ჩამკვდარია თბილისთან მიმართებაში. არჩევნები მოდის და არცერთ პარტიას ქალაქზე ხმაც არ ამოუღია, არადა მინიმუმ პროგრამას მაინც უნდა გვთავაზობდნენ უკვე კანდიდატები. ოპოზიციის სიბრმავე და სიყრუე ურბანული განვითარების საკითხების მიმართ პირდაპირ უწყობს ხელს მათ კონკურენტს მმართველი პარტიიდან. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. ასე რომ ქალაქგანვითარების პრობლემების იგნორირებამ ოპოზიციას შეიძლება ვადამდელი არჩევნების საკითხი გაუპრობლემოს და ამან ქვეყნის და ჩვენს ბედზეც ითამაშოს. დანარჩენი ჩვეული ლირიკა ოპოზიციას ვერ უშველის სამწუხაროდ
--------------------
нехуй шастать !
|