Xaxutaishvili Irma
3 ч. ·
აუუ როგორი მატყუარები არიან, როგორ შეაზიზღეს ხალხს თავი,
მართლა ეგ რა არის

((
ვისაც გაინტერესებთ
Elene Kaikhosroshvili ვინაიდან, მორიგი პროცესის დაწყებამდე ცოტა დრო გამომიჩნდა, მინდა რომ შეძლებისდაგვარად მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ე.წ. პრეზერვატივების საქმეზე და გადაწყვეტილებასაც დავურთავ.
სადავო იყო პრეზერვატივებზე დატანილი 4 გამოსახულება (დიზაინი) ჯდება თუ არა თავისუფალი გამოხატვის ფარგლებში და იცავს, თუ არა მათ ევროპული კონვენცია.
1. პირველი დიზაინი არის წარწერა - ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა.
2. წარწერა - ძლევაი საკვირველი და სამეფო გვირგვინის გამოსახულება.
3. ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი, ე.წ. მაკურთხებელი მარჯვენა.
4. თამარ მეფის გამოსახულება და წარწერა "სამეფო კარი თამარში"
პირველ საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ჩამოვკრავდი, მაგრამ ნათლისღებაა, არის ცნობილი ჯგუფის, პანდას სატირული სიმღერიდან ტექსტი, რომელიც ისედაც ძალიან ცნობილი იყო საქარველოში, (მილიონნახევარი ნახვა აქვს) და შესაბამისად ამ ტექსტის გამოყენება, არ შეიძლება შეეზღუდოს მოსარჩელეს და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს.
მეორე საკითხზე თქვა, რომ ძლევაი საკვირველი არის ისტორიული მოვლენა, დიდგორის ბრძოლა და არც ბრძოლა და არც სამეფო გვირგვინი რაიმე სიწმინდე არ არის და მათზე ღადაობა მოსულა, თავისუფალი გამოხატვის სტანდარტში ჯდება.
მესამე საკითხზე თქვა, რომ ე.წ. მაკურთხებელი მარჯვენა ძალიან ყურით მოთრეული არგუმენტია, იმიტომ, რომ სურათზე მარცხენა ხელის თითებია გამოსახული და მაგ ლოგიკით ნებისმიერი ზემოთ აწეული ორი თითი სიწმინდე გამოდის.
და დარჩა მეოთხე საკითხი. ყველამ იცოდა, რომ მთავარი საკითხი არის ზუსტად ეს მეოთხე, ანუ თამარ მეფის საკითხი.
იცავს თუ არა თავისიფალი გამოხატვის უფლება წმინდანების, ამ შემთხვევაში თამარ მეფის პრეზერვატივზე გამოსახვის უფლებას.
და ზუსტად ამ მეოთხე საკითხზე სასამართლომ თქვა, ნურას უკაცრავადო. თავისუფალი გამოხატვის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რელიგიური სიწმინდეების შელახვის მიზნითო, ამას ევროპული კონვენცია არ იცავსო და არც საქართველოს კანონმდებლობაო.
ჰოდა, ან ერთნი რა გამარჯვებას ზეიმობთ სტრასბურგში და ან მეორენი სტრასბურგის სასამართლოს რატომ აგინებთ?! )))
აი, ამის თქმა მინდოდა
აუუუფფ
This post has been edited by merooo on 23 Jul 2021, 20:56