ისე რა ღლე სპორტია ეს ძიუდო.
მაგრად გამისწორდა ბექაურმა რო მოიგო, კარგი, პოზიტიური ტიპია, მაგის სპორტში უმაღლესი მწვერვალი რაცაა ის დაიპყრო, მილიონსაც მიიღებს ჯილდოს და გასახარია ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც რო აეწყო, მაგრამ ვერ ვიკაიფე რა.
ემოცია არ მქონია...
თუმცა ბანძი ორთაბრძოლა იყო.
გუშინ შავდათუაშვილს რო მოეგო იმ იაპონელი ლეგენდის, შოჰეი ონოსთვის, უფრო იქნებოდა ემოცია.
მაგრამ ძაან არასანახაობრივია მაინც.
ორთაბრძოლებში MMA უკონკურენტოა სანახაობრივად.
მაგიტომ ტრიალებს ძალიან დიდი ფული.
ტოპ-მებრძოლებიც გვყავს UFC-ში.
პოლიტიკის თემაცაა და მერაბა დვალიშვილს ადევნებდით თვალს ბოლო დღეებში?
მსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯო სტერლინგი და UFC-ის ლეგენდა ალ იაკინტა ყავდა ჩამოყვანილი სტუმრად და გააგიჟა სასტავი.
მოატარა შეძლებისდაგვარად საქართველო, რაც მოესწრო.
ალჯო (შავკანიანი) იძახდა სტერლინგი აღარ ვარ, სვანი სტერლიანი ვარო.
იაკინტამ მე თბილისელი ალ იაკინტაშვილიო

მაგარი კაცია მერაბა.
ხო ასვა და აჭამა, ყაზბეგები ანახა, ცხენებით აჯირითა, ვანში აბანავა მდინარეში, სარფში წაიყვანა, სოფელში აივანზე გაშლილ 50 კაციანი სუფრები ანახა, სვანური აცეკვა და ა.შ...
თბილისში და ბათუმში მასტერკლასები ჩაატარეს სპორტსმენებთან.
თან UFC-ის გადამღები ჯგუფიც იყო და კაი პატარა ფილმის მსგავსი სიუჟეტიც გამოვა, მთელი მსოფლიო ნახავს.
ხო და ეს მერაბა დვალიშვილი არის საქართველოს ელჩი.
ბევრად მეტი გაიგებს საქართველოზე, ვიდრე ტალახაძის ოქროებით...
მოკლედ, ამხელა ფული რო იდება ამ ოლიმპიურ სპორტის სახეობებში, MMA-საც უნდა მიექცეს ყურადღება.
ნებისმიერ ოლიმპირ სახეობაზე ყურებადია მსოფლიოში.
რესურსიც გვაქვს.
ამ პატარა ქვეყანას მგლები გვყავს UFC-ში.
მერაბა ხო მაგარია, ყველა ერიდება მაგასთან ჩხუბს,
გიგა ჭიკაძე მგელია, მაგასაც ერიდებიან.
არაერთგზის მსოფლიოს ჩემპიონია კიკბოქსინგში და კაციშვილმა არ იცოდა მაგის სახელი, UFC-ში რო გამოვიდა, მერე გავიგეთ,
ილია თოფურიაც მგელია.
მომავალი ჩემპიონები გვყავს UFC -ში და პოტენციალიც დიდია ამ სახეობაში ქვეყანაში.
იგივე მერაბა, ნიუ იორკში როცა ვარჯიში არ ქონდა მშენებლობაზე მუშაობდა "ლაფატკაზე", ცხოვრების და ვარჯიშის საშუალება რო ქონოდა...
გავიდა წლები და მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი იცნობს, ვიდრე ჩვენს ოლიმპიელებს ერთად აღებულს.
მოკლედ, კაია ოლიმპიადა და ოქროები, მაგრამ ყ7ველა სპორტს თანაბრად უნდა აქცევდნენ ყურადღებას, მითუმეტეს იმ სპორტს, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს...
არაფრით არ ეხმარება სახელმწიფო.
This post has been edited by Frankens†ein on 28 Jul 2021, 16:36
Mens sana in corpore sano...