ქართველს პოლიტიკა არასოდეს არ კიდია.
მეორე მხარეს ქართველისთვის გენეტიკურად ამაზრზენი რამე დევს, ყველანაირი სიბინძურე და სიგარყვნილე. ოპოზიციამ მოახერხა და საკუთარ თავთან გააიგივა ეს ყველაფერი და ოცნებამაც გაშალა ფრთები.
სიგარყვნილე და სიბინძურე შეიძლება არც მეორე მხარეს არ აკლია, მაგრამ პროპაგანდა პირდაპირ ჩანს და პირდაპირ ნერვებზე უტყავ, პირდაპირ სამიზნე ხდები.
ოცნებამ როდესაც ვერ აკრძალა 5 ივნისის მარში, მაინც შეეშინდა დასავლეთის და ოფიციალურად დაუშვა, მაგ დროს ოპოზიციას რო დაეგმო მაგ მარშის ჩატარება, გაეკრიტიკებინა ოცნება, რომ არ არის ამის დროს როდესაც უმრავლესობისთის ეს ჯერ კიდევ გრძნობების შელახვასთან ასოცირდება და ბლა ბლა... დამდგარიყო ხალხის გვერდზე და დაეგმო მაგ მარშის ორგანიზატორები და პროვოკატორებად გამოეცხადებინა.
დღეს ოცნება იქნებოდა ყველაზე ჩაჯმული მთელი ამ 12 წლის განმავლობაში

და შეიძლება საქმე არჩევნებამდეც კი აღარ მისულიყო.
2003 წელს შემთხვევით გაუვარდა სააკაშვილს რევოლუცია, მითუმეტეს ხალხს არ ეგონა თუ ლიბერალები მოდიოდნენ და არც კი იცოდნენ რას ნიშნავდა ლიბერალიზმი.
მაშინ გაიგო ხალხმა სოროსები, ბოკერიები, ეკლესიის ნგრევები და ა.შ.
სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალევე, რამდენიმე თვეში ხალხის უმრავლესობას შეზიზღდა ნაციონალური მოძრაობა.
ძალიან მალევე სააკაშვილი სტუდენტებსაც კი დაემუქრა ასი ათასობით კაც მოვიყვან ეხლა, რა აქციებს მიწყობთო.
ზუსტად ხელში ჩაიგდო სააკაშვილმა ძალაუფლება რასაც ქვია და ცოცხალი თავით აღარ უშვებდა.
ხალხი იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს, მითუმეტეს ინტერნეტის ეპოქაა უკვე და ყველა კარგად გაცნობიერდა ყველაფერში, კაგად დაინახა ხალხმა რა არის ლიბერალობა, ენჯეო, ორმაგი სტანდარტი ა.შ.
საქართველოში სამოქალაქო ომი უფრო ადვილად დაიწყება, ვიდრე ნაცები ხელისუფლებაში მოვლენ

ოცნებამ სულ რომ თეთრი დროშა აღმართოს და დამარცხება აღიაროს, ხალხში მოხდება რაც მოხდება.