ზოგადად ამ ადამიანს რატომ ა#ვამთ აი ეგ არ მესმის ?
ქვეყანაში კლოუნზე მეტი პოლიტიკოსია და ყველაზე გაცეცხლებული დასხმები ზურაზე რატომ მოდის ?
რამე ადეკვატური ან ნორმალური არგუმენტები მაინც იყოს. მეტრაკე, ნაცი, ნარკომანი და ათასი მსგავსი ორღობე სალანძღავი სიტყვა გამოიყენება მაგის მიმართ ძირითადად.
საერთოდაც, როგორც ნეიტრალური შემფასებელი, როგორც ზურას ისე იმ მეორე გირჩებს აქვთ ყველაზე ადეკვატური პოზიციები და ყველაზე არგუმენტირებულად მსჯელობენ. მეორეა ეთანხმები თუ არ ეთანხმები, მაგრამ როგორც მინიმუმ იგრძნობა მათში იდეის ერთგულება.
დროა ლანძღვა-გინებიდან გადავინაცვლოთ მსჯელობაზე და არგუმენტირებულ კამათზე. ფურთხება, ჩხუბი და ბოლო 30 წელი ერთი და იგივეს ყურება არ მოგბეზრდათ ?