როგორც ჩანს Georgian Times - მა გახსნა ტელევიზია
ეგ გაზეთი მახსოვს ძალიან ღრმა ბავშვობიდან, ინგლისურ ენაზე გამოდიოდა ერთი პერიოდი მერე მგონი ქართულიც იყო და ინგლისურიც თუ რაღაც ეგეთი, მოკლედ, ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო თუ სულ პირველი არა უცხო ენაზე და დიდის ამბით ვიყიდე, მეთქი თან ვივარჯიშებ თან ვნახო ერთი რას წერენ (ინტერნეტიც კი არ იყო იმ დროს).
მოკლედ, დაჯმები დასავლეთზე, რუსეთი როგორ კაია, როგორ მოუწყეს შეთქმულება საწყალ რუსეთს და როგორ იბრძვის და ა.შ. კი გამოვშტერდი მეთქი ინგლისურ ენაზე აჯვამს ამერიკას... და რუსეთს ადიდებს.
ძაან უცნაური შეგრძნება იყო, დღემდე ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა კატეგორიაზე იყო გათვლილი, ეგ რო გამოდიოდა საქართველოში ჯამში ალბათ 100 კაცი აგროვდებოდა ინგლისურის მცოდნე.
წლები რო გამოხდა, ალბათ ერთი 20 წელი მაინც, მერე გავერკვიე რო გაზეთის რედაქტორი იყო ვინმე ნანა გაგუა მაგის ქმარი მალხაზ გულაშვილი (დამფუძნებელი) და შვილი არიან ის ტიპები, ტელეკომპანია კავკასიის ინციდენტის მერე რუსეთში რო გაიქცნენ.
ინციდენტი 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მოხდა, როცა ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ ირგვლივ ტელედებატები იმართებოდა. შემდგომ, როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებდა, –„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრები გადაცემის სტუდიაში შეიჭრნენ და გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ბარიეირი“. აი ამ სმმ - ს დამფუძნებელი იყო ეს მალხაზა
ღადაობა ისაა რო პირდაპირ რუსეთში კი არ გაიქცა - ცხინვალში შეიფარეს

იქიდან დარეკა რუსთავი 2 ში და აქ ვართ თავშეფარებულები შვილვთან ერთად, მედვედევს უნდა ვთხოვო თავშესაფარიო. მერე 2011 - ში საზღვარზე ააგდეს შვილთან ერთად ნაცებმა (აზერბაიჯანის მხრიდან შემოდიოდა) და "როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მალხაზ გულაშვილმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით." შვილი კიდე გაუშვეს.
მე ვიტყოდი ყველაზე სტაჟიანი პუტინისტია, რაც გამოვიდა ყველა პუტინის სპეცოპერაციაში ჩანდა, ნამოხვანჰესი იქნებოდა, მარშის აქციები თუ სხვ.
თან როდის დაიწყო? 90 იანებიდან მახსოვს ტიპი უკვე რუსულ პროპაგანდას ავრცელებდა.
P.S. თუ ფიქრობთ, შემთხვევით სუბარ სოზარმა ვადაზე ადრე ხო არ გაათავისუფლა როგორც პოლიტპატიმარიო, პასუხია რო...
კი