Seek_er
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 607
წევრი No.: 247814
რეგისტრ.: 11-January 19
|
#58213959 · 5 Aug 2021, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
oqrialeli
QUOTE | რათქმაუნდა იდეურად ლოგიკური ბმაა, რენესანსის დაწყება აუცილებლად კავშირში იქნება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციასთან, მაგრამ აქ ქათამი და კვერცხის გამოცანაც მახსენდება, რომელი უფრო წინ იყო, რომელი რომელს იწვევდა და რატომ, ესე ადვილი ხელაღებით თქმა და მტკიცება, შეუძლებელია.. თუნდაც ვენეციას რა დიდი ძალა ჰქონდა? არც ერთი იმპერიის მასშტაბის არ ყოფილა ჰო? რომი იქნება ბიზანტია თუ ბრიტანეთის. მაგრამ რაღაცეები დაემთხვა, |
ცხადია რაღაცეები უნდა დაემთხვეს. ველურ ტომს ბევრი ფული რომ მისცე, რენესანსს ნამდვილად არ გამოიწვევს. ეპანელებმა ინგლისელებზე 100 წლით ადრე დაიწყეს ამერიკული კოლონიების ათვისება და ზღვა სიმდიდრის ტაცება, მაგრამ ეგ სიმდიდრე მეფის და გაქსუებული ელიტის ჯიბეში წავიდა და ქვეყანა არ განვითარებულა. ინგლისის შემთხვევაში კი საშუალო ფენა მოძლიერდა და ინდუსტრიული რევოლუცია და განვითარება დაიწყო. მაგრამ, ინგლისის ეგ მზადყოფნა ისევ მისმა მანამდელმა უსაფრთხო მდგომარეობამ და მაგ უსაფრთხოებით უზრუნვეყოფილმა, შედარებით ძლიერმა ინსტიტუციებმა გამოიწვია. ესპანეთი კი არაბებისგან განთავისუფლების შემდეგ, სწრაფადვე გადაეშვა ამერიკულ ოქროში და შედეგიც ქაოტური იყო. ვენეცია დიდი მასშტაბის არ ყოფილა, მაგრამ მათ მანამდელი, ანტიკურ, რომაულ, აღმოსავლურ სამყაროში დაგროვილი ცოდნა ჰქონდათ, პლიუს ფული და უსაფრთხოება. რენესანსი მაგას დაეშენა. ჩვენს შემთხვევაშიც, იყალთოს და გელათის აკადემიებში, ქრისტიანული და ანტიკური სამყაროს ცოდნების შერწყმა მიმდინარეობდა. ვეფხისტყაოსანი ზუსტად მაგ დროს მაგიტომაც შეიქმნა. სხვა საუკუნეებში შოთა რუსთაველებს და არსენ იყალთოელებს ომებში ისე ხოცავდნენ, საკუთარ ნიჭზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ეხლა საზღვარგარეთ გარბიან. ანუ: პოლიტიკურ-ეკონომიკური სიძლიერე და უსაფრთხოება უზრუნველყოფს ჭკვიანი ადამიანების მობილიზებას, დაწინაურებას როგორც საერო, ისე სასულიერო ასპარეზზე. ოღონდ, ცხადია, გარკვეული ნიადაგი და ბედნიერი დამთხვევებიც უნდა იყოს მაგისთვის, გეთანხმები.
QUOTE | იქმებ პაპის ზეგავლენა შესუსტდა? განუხილავთ ეს? დარწმუნებული ვარ ეს თეორიაც იქნება, მე აფ ვამტკიცებ ესეა მეთქი, კარგად აღარც მახსოვს ვენეციის სიტუაცია, თურქებს რო ებრძოდნენ ეგ შემიძლია ვთქვა. |
თეორიები სხვადასხვანაირია. ისტორიული ან პოლიტიკური ანალიზი მათემატიკურად ზუსტი ვერ იქნება. ასპროცენტიანს ვწერ-მეთქი, არც მე ვამბობ. ამიტომაცაა საჭირო სიძულვილის გვერდზე გადადება და გეგმაზე ღიად საუბარი. ესენი კი მარტო ილანძღებიან. შედეგად იღებენ პრორუსული ძალების საპასუხო აგრესიას. რით ვეღარ მიხვდნენ? ანუ აშკარად ხელს უწყობენ მაგ ძალებს დესტაბილიზაციაში და ქვეყნის დასუსტებაში, როგორც ნაცი და ქოცი უწყობს ერთმანეთს ხელს და ქვეყანას მუდმივ ჭაობში აჩერებს.
QUOTE | ეკლესიის რეფორმაცია ირანიზაციას გამოიწვევს და ეხლა არ მიდის? აგრესიულობა არ იმატებს? პროსტო მთლად ირანი აქ ვერასდროს იქნება, სანამ ცოცხლები ვართ.
|
კონკრეტულად რა რეფორმა სჭირდება ეკლესიას? რა გზა უნდა გავიაროთ? რომელი მიზნისკენ მივდივართ? რატომ არ ინტერესდები მაგით? რაღაცაზე მიგითითებენ ცუდიაო და შენც ეგრევე სანგრევად მიიწევ? საქართველო აბსოლიტურად ათეისტურად როგორ უნდა წარმოსახო ისლამით გარშემორტყმულ კავკასიაში? გაუმართლებელი ოპტიმიზმია. ევროპაში მცხოვრებ ჩეხებს როგორ უნდა შევედაროთ, მუსლიმები საერთოდ არ ყავთ მაგათ, რუსული ხელისუფლება არ უზით, რომელიც გეი-პარადის მომიზეზებით, ადამიანებს ახოცინებს. ჩეხური სპეცსამსახური ეგრევე ჩაავლებს და დააპატიმრებს რელიგიის სახელით მოძალადეებს, იმიტომ რომ აშკარა მტერია. აქ პირიქით, ახალისებს, როგორც მხედრიონი წაახალისა შევარდნაძემ. ჩეხების რელიგიურობას რაც შეეხება, განსხვავებული მონაცემებია. ზოგი გამოკითხვით 23% მიიჩნევს თავს რელიგიურად, ზოგით 30-40%. ეგრე იაპონია ერთ-ერთი პირველი წერია ათეისტებში, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მაღალი პროცენტია ნაჩვენები სინტოისტების. სოციოლოგია ისეთი რამეა, სამიზნე ჯგუფის, გამოკითხვის მეთოდის და ბევრი სხვა ნიუანსის შერჩევით, გარკვეულ დონეზე შესაძლებელია მონაცემების დამახინჯება, გააჩნია მკვლევარის მიზნებს.
QUOTE | ნიჭიერი ადამიანები მიდიან დასავლეთში, კი რეალობა ესაა და ერთ კითხვას დაგისვა ლიბერალური ფაშიზმიო თუ მსგავს ტერმინს , იზიარებ, ფიქრობ რომ მსგავსი განვითარებისკენ მიდის დასავლეთი? შენი აზრით |
გააჩნია, რა იგულისხმება ლიბერალურ ფაშიზმში. თუ ის, რომ ნებისმიერ ბავშვს სკოლაში ეტყვიან: აბა კარგად ჩაფიქრდი და გააანალიზე შენს სხეულში გოგოა ჩასახლებული თუ ბიჭიო, და მერე მოზარდმა სექსუალური ექსპერიმენტები უნდა ატაროს ხან თავისივე სქესთან და ხან საწინააღმდეგოსთან, აბა რომელი უფრო მომწონსო, მაგას კი ვთვლი ლიბერალურ ფაშიზმად. მაგრამ, მე ეგენი ძალიან გამონაკლისი, არასწორი შემთხვევები მგონია. მასიურად ეგრე ვერაფრით იქნება. ამიტომ, ცალსახად დასავლურ კურსს ვუჭერ მხარს. გარდა ამისა, არჩევანი სინამდვილეში არც გვაქვს.
QUOTE | ინკვიზიცია არაბებთან კავშირშია? რა კუთხით აკავშირებ? ინკვიზიცია სულ ჯადოქრიბიდან დაწყებული ყველაფერ ახალს ებრძოდა.. აგორა ფიპმი ნანახი გაქვს? ბევრი რამე დამახინჯებულია რათქმაუნდა მაგრამ ტენდენცია ჩანს, როგორ ხოცავდნენ ქრისტეს სახელით და სპობდნენ ბიბლიოთეკებს |
ინკვიზიცია არის გონებაშეზღუდული და უზნეო ადამიანების დაუსჯელი თარეშის ნაყოფი. სახარებიდან ინკვიზიციის იდეას ვერაფრით გამოიყვანს დალაგებული, მორწმუნე ადამიანი. უზნეო და გონებაშეზღუდული ადამიანი სასულიერო და საერო ხელისუფლებაში წინაურდება სუსტი, დაპყრობილი ქვეყნის პირობებში. იმდროინდელ ესპანეთში, როგორც დღევანდელ საქართველოში, პატრიოტი და ნიჭიერი ხალხი დაჩაგრა და გააძევა უსინდისო, ყველაფრის მკადრებელმა კასტამ ეკლესიაშიც და ხელისუფლებაშიც. მე-12 საუკუნეში, ღრმად მორწმუნე თამარის დროს დაიწერა ვეფხისტყაოსანი. მე-18 საუკუნეში საეკლესიო წრეები ებრძოდნენ. ანუ, საქმე ქრისტიანობაში კი არა, მაგ ქრისტიანობის სახელით მოსარგებლე კრეტინებში და მავნებლებშია. აგორა არ მაქვს ნანახი.
QUOTE | ზუსტად რუის ურბნისი რო გვჭირდება, მეფე აღარ გვყავს და არც უნდა გვყავდეს..ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა აიღონ მართვის სადავეები..მაგრამ თუ ამდენი ავტორიტეტი ეყოლებათ, როგორ შეცვლიან რამეს? დედები მამები ბებია ბაბუა ყველა შერაცხავს ენჯეო სოროსისტებად და გააშავებენ. ეხლა აქტუალურია ფრაზა, ილიამ გადაგვარჩინაო, რისგან? ამას ახალგაზრდებს რო ეტყვი, მათზეც იქონიებს გავლენას და რისი შეცვლის ტრაკი ექნებათ ამდენი კერპის შექმნის მერე
|
უსინდისო ან კონფორმისტი, კარიერისტი ახალგაზრდები არ გინახავს? მე ბევრი. სავსეა ოცნებაც, ნაცმოძრაობაც და მაგათი სატელიტებიც, ასევე ორკებიც მაგ ახალგაზრდებით. მაგ მშობლების თაობას რწმენა და ტრადიციები კი არ უნდა უგინონ, უნდა აუხსნან რაშია პრობლემა და როგორ აპირებენ გამოსწორებას. მავნე ავტორიტეტები უნდა ჩანაცვლდეს სწორი ავტორიტეტებით. ანარქია და აღვირახსნილება არაა გამოსავალი. მე ვემხრობი ჯანსაღ კრიტიკას, განხილვას და გეგმას. უკვე რამდენჯერმე შეგეკითხე, მაგრამ პასუხს არ წერ, რა კონკრეტული გეგმა აქვთ. იცი რატომ? იმიტომ რომ შენც გიმალავენ. რომ გაგიმხილონ, მერე მხარს აღარ დაუჭერ და იმიტომ. ახალგაზრდას განვითარებისთვისაც იოლად გამოიყენებ, ნგრევისთვისაც და საზარბაზნე ხორცადაც. გააჩნია რა უნდათ. თქვან! ამოშაქრონ! მხოლოდ ნგრევა მოსწონს რებელა თინეიჯერს, ან უსინდისო კარიერისტს, რომელიც ოღონდ ხელისუფლებაში მოჯდეს, სხვა არაფერი აინტერესებს. აზრზე მოსულ, პატრიოტ ახალგაზრდას შენების კონკრეტული გეგმა სჭირდება. გვითხრან რა უნდათ.
QUOTE | ფუნდამენტურად სხვადასხვანაირად ვხედავთ, ძირეულად რა. შენ გწამს და მაქედან ხსნი, მე არა , შენთვის ღმერთის გარეშე არ არსებობს სიკეთე , ჩემთვის კი არსებობს ისედაც, ჯოჯოხეთების შიშის გარეშე, მატერიალურად
|
არა, მაგას არ ვამბობ. სიკეთე რწმენის გარეშეც არსებობს. ბევრი კეთილი ათეისტიცაა და ბევრი ბოროტი მორწმუნეც. რწმენა სრულყოფს ადამიანის სიკეთეს. დაახლოებით ისე, როგორც განათლება სრულყოფს ჭკვიანი ადამიანის გონებას. განათლებული სულელი და გაუნათლებელი ჭკვიანი რომ შეადარო, მაგ ჭკვიანს ცოდნის გარეშე მაინც სულელზე მეტი ეცოდინება. მაგრამ, თუ განათლებას მისცემ, ძალიან მაგარ ტიპს მიიღებ. იგივენაირად, კეთილი ათეისტი, გაქრისტიანების შემთხვევაში, გაცილებით მეტ ზნეობრიც სიმაღლეს მიაღწევს. ჯოჯოხეთის შიშით სიკეთის კეთება არის რწმენის უდაბლესი საფეხური. ეგ ანგარებას ჰგავს, ბარტერულ გაცვლას. თითქოს მცნებების დაცვას სამოთხეში ვუცვლი ღმერთს.ეგ პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებაში, რეალურად, არცაა შესაძლებელი, ათეისტური ზღაპარია. სინამდვილეში, შიშის მერე, გაიცნობ რა ღმერთს, გიყვარდება. ქრისტიანობა არის: „ღმერთო, თუნდაც ჯოჯოხეთში, ოღონდ შენთან ვიყო“, რადგან სამოთხე არაა კაი სმა-ჭამა და ლამაზი ქალები, როგორც, მაგალითად, ისლამში. სამოთხე არის ქრისტესთან ყოფნა. ხოდა თუ ქრისტე არ მიყვარს, მაშინ ჯოჯოხეთი (მის გარეშე ყოფნა) მირჩევნია. მაგალითად: დადექი წირვაზე 2-2 საათი კვირაში ორჯერ. დიდ ხანს ვერ გაძლებ. მალევე გაბეზრდები. ამ დროს, ვიღაც იქ მდგომი სამოთხეშია. გარეთ ზის ხალხი, აბირჟავებს, იჩხირავს, იგინება. კარგად გრძნობენ თავს? ხშირად არა, მაგრამ აბა ძალით შეიყვანე ეკლესიაში, იქ უფრო უარესად იქნება, ისევ გარეთ ურჩევნია. ფაქტიურად, აქვეა არჩევანი გაკეთებული, ვის რა უნდა. ისე, მეც გარეთ ვარ, ჩემებურად „ვაბირჟავებ“ და ჩემებური „ნარკოტიკებით“ ვტკბები, არ გეგონოს შიგნიდან (ეკლესიიდან) ვლაპარაკობ. რაც შეეხება ადამიანურ სიკეთეს: ეგ მირაჟი, ნაღდ ცხოვრებასთან შეჯახებისას ელვის სისწრაფით იმსხვრევა. ადამიანური სიკეთე მხოლოდ დალხინებულ ცხოვრებაში შეგინარჩუნებს სახეს, მანდაც ზოგჯერ ვერა. განსაცდელებს აბსოლიტური უმრავლესობა ვერ უძლებს და მიზანტროპი ხდება. შენ, ჯერჯერობით, ძალიან ვარდისფრად უყურებ ცხოვრებას. როცა ადამიანს მაგ ლამაზ სათვალეს თვალში ჩაალეწავენ, მანდ მხოლოდ რწმენა დაეხმარება რომ არ გაბოროტდეს. სანამ ძალიან არ გადაუვლის კაცს ცხოვრება, მანამ ადვილია ათეისტ კარგ ტიპად ყოფნა. მერე ჩვეულებრივ მგელს ვიღებთ, რომელიც მომხდურს ჭამს მანამ, სანამ ეგ მომხდური დაასწრებს. ბოროტ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, სრულიად ჩვეულებრივ ხალხზე ვამბობ, უმრავლესობაზე.
QUOTE | თუნდაც ბავშვებზე რომ ამბობ, გაუხრწნელად წაიყვანოსო, ძაან ისეთი ასნა გაქვს, შენი მხრიდან, არ გაგიტყდეს))
|
რატომ უნდა გამიტყდეს, დაწერე როგორი ისეთი ახსნაა. და ათეისტური ახსნაც მოაყოლე,შევადაროთ. მე ათეიზმში პასუხი ვერეფერზე ვიპოვე. თუ ღმერთი არ არის, ყველას და ყველაფერს ბოროტი მართავს. სიკეთეც თაღლითურად, ოსტატურად შენიღბული ბოროტებაა და თუ შეულამაზებლად შეხედავ ცხოვრებას, ისეთ საზარელ დასკვნებმდე მიხვალ, რომ ერთი ატომური ბომბი ალალია ამ პლანეტისთვის.
This post has been edited by Seek_er on 5 Aug 2021, 19:22
|