ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ საბჭოთა ცნობიერებით ცხოვრობს: "არიქა მოშავდნენ, არიქა დაეწყვეთ
სიმაღლის მიხედვით კედელთან, არიქა წარმოადგინეთ ანგარიშები!"

ხო, დიდი ამბავი თუ გვესტუმრნენ, მერე რა მოხდა ასეთი?
ელარჯის გაკეთება შეგვეშლება საქართველოში, ხაჭაპურისა თუ ხინკლისა, საცივისა თუ მწვადისა... თუ სუფრის გაშლამდე მივიდა საქმე..
ეს საბჭოთა სისტემა არ არის, ეს საქართველოა, სადაც სტუმრებს პატივისცემით ღებულობენ. სტუმარი ღვთისაა.
თუ სტუმრობის მიზანი კეთილმეგობრული არ არის, მაშინ გაგვაგებინეთ, რა მიზნით მობრძანდებიან საქართველოში...
არც ის რეალობაა დამალული, რომ რუსეთიდან ვიზიტით ჩამობრძანებულ წყვილებს დიდხანს - წლების მანძილზე გაუგრძელდათ
საქართველოში სტუმრობა, ზოგიერთმა ოჯახებიც კი შექმნა, ბავშვებიც წამოეზარდათ და საქართველოშიც დასახლდნენ.
***
ეს ამბავი, რომელსაც ვაქვეყნებ ნამდვილია. არ მახსოვს ზუსტად სად მოხდა, ალბათ ოპერისა და ბალეტის თეატრში თუ რომელიღაცა თეატრში.
ცეკას (საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის) პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ, როგორც ვიცით...
ცეკას მდივანი, მინისტრები და თანამდებობის პირები შავი ვოლგებით გადაადგილდებოდნენ.
დაიგვიანეს სპექტაკლზე პატივცემულებმა, გადაწუხდა ხალხი ლოდინით- თუ მსახიობები კულისებში, თუ დარბაზში მაყურებელი.
როგორც იქნა გაჩერდა შავი ვოლგები ეზოში და თეატრის ადმინისტრაციას სასწრაფოდ შეატყობინეს: "არიქა მოშავდნენ, დაიწყეთო."
როგორც ჩანს დამსმენებმა ედუარდ შევარდნაძეს მიუტანეს ენა... ჩათავდა სპექტაკლი და ედუარდი თავად ესტუმრა რეჟისორსა და ადმინისტრაციას:
"დიდი მადლობა, მოგვეწონა წარმოდგენა, ფრიად კმაყოფილები ვართ და წავშავდებით ეხლა თქვენის ნებართვითო..."
This post has been edited by Катеньки on 3 Aug 2021, 19:39
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.