#58280287 · 23 Aug 2021, 19:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამოუკიდებელი აზრი არა ტოროლა.
უბრალოდ ინტერნეტმა და ამ ზედმეტმა დემოკრატობანამ ადამიანებს მისცა იმსეთი თავისუფლება ყბედობის მიმართულებით, როგორიც არ არსებულა ქვის ხანის შემდეგ. ასეთი თავისუფლება საკმაოდ რთულად მოსანელებელი რამეა და უმეტესობას წყენს. ეს წყენა იმაში გამოიხატება რო ეს უმეტესობა, იმის გამო რო თავისუფლად ყბედობის საშუალება მიეცა, მტკიცედ დარწმუნდა რო ყველაფრის აზრზეა. მიუხედავად იმისა რო ფულის თვლის მეტი მათემატიკა არ იცის და შარშანწინ შავი ხვრელის პირველ ფოტოზე უკმაყოფილო დარჩა, რა უხარისხო ფოტოა, ეგეც თქვენი მეცნიერება, არაფრერი მაგათ არ იციანო. ასეთი თავდაჯერებული უვიცების მასას მერე ძალიან მარტივად შესდის ბოროტი, მაგრამ ჭკვიანი ხალხის პროპაგანდა ნებისმიერ თემაზე, ერთი უცვლელი მანტრის პირობით. ეს მანტრა ამ უვიცებს ეუბნება რო მოუსმინონ საკუთარ თავებს (მიუხედავად კომპეტენციის დონისა) და არა ვიღაც გადამთიელ უცნობებს(მიუხედავად კომპეტენციის დონისა). უვიცი კი იმის უვიცია, რო ეგოც დიდი აქვს და ეგოს მოფხანის მიდრეკილებაც. ამიტომ ეს მანტრა მასზე ძალიან წარმატებულად მოქმედებს. ამ შემთხვევაში რა გვაქვს. უკეთური ძალები, რომლებიც ამ უვიცებს მოუწოდებენ იფიქრონ დამოუკიდებლად და არ აიცრან. ოღონდ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. მარა არ აიცრან. არ აიცრათ. ოღონდ თქვენით გადაწყვიტეთ, რო არ იცრით. ოღონდ ეს ხო თქვენი აზრია. ოღონდ არ უნდა აიცრა. არ აიცრა მეთქი თორე ### აღარ აგიდგება! ოღონდ ეს ხო შენი საკუთარი აზრია. მე კი არ გიბნევ თავგზას. ეს შენ, თავისუფალმა მოაზროვნემ, თავად მოიფიქრე! სხვები ცხვრები არიან, შენ კი არწივი.
--------------------
ბატონ ბიძინასთვინა, ქვას შევჭამ ბოიშვილი ვიყო.
|