Los Angeles Times-ში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ექიმის მოსაზრება (Op-Ed) სათაურით: „როგორც COVID განყოფილების ექიმს, არავაქცინირებულთა მიმართ თანაგრძნობა მეწურება. აიცერით."
არ დავიზარე და სტატიის ძირითადი ნაწილი ვთარგმნე თქვენთვის და გიზიარებთ . ძალიან ნიშანდობლივია იმისა, რაც ხდება ჩვენთან დღეს. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და ვინც ყოყმანობთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რა გირჩევნიათ - სიცოცხლე თუ სიკვდილი.
> ამბავი: ექიმი ჰყვება მისი ერთ-ერთი პაციენტის ისტორიას, რომელიც კოვიდკლინიკაში მასთან 2021 წლის აგვისტოში მოხვდა. პაციენტი არის 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც სახლში ჯერ თვითმკურნალობით დაკავდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, კიდევ უფრო რომ დამძიმდა მდგომარეობა და დამოუკიდებლად სუნთქვა ვეღარ შეძლო - რეანიმაციაში. მისი მარკერები ძალიან ცუდად გამოიყურება, ფილტვები დაზიანდა, გახდა ჟანგბადდამოკიდებული. სახლში დატოვა კოვიდინფიცირებული ცოლი და ორი შვილი. მან და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს, რომ არ აიცრებიან.
> ექიმის სიტყვები და კითხვა პაციენტს: 2020 წელს ასეთი შემთხვევები მიწასთან მასწორებდა, 2021 წელს თანაგრძნობის გრძნობა რთულად მიჩნდება. თანამედროვე, რევოლუციური, სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინები უკვე სასურსათო მაღაზიებშია ხელმისაწვდომი, ხალხი კი არ იცრება. ჩემი N95 ნიღბიდან და HEPA-ს ფილტრის ხმაურში პაციენტს მშვიდი ტონით ვეკითხები - რატომ არ აიცერით?
> პაციენტის პასუხი: „ანტივაქსერი არ ვარ. უბრალოდ ვიცდიდი, სანამ აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) ვაქცინას დაამტკიცებდა. არ მინდოდა რაიმე ექსპერიმენტული მიმეღო. არ მინდოდა მთავრობის საცდელი კურდღელი გავმხდარიყავი, არ მჯერა, რომ ის უსაფრთხოა."
> ექიმის პასუხი: „გარანტიას გაძლევთ, აქ არასოდეს მოხვდებოდით აცრილი რომ ყოფილიყავით, რადგან ჰოსპიტალიზაცია არ დაგჭირდებოდათ. ჩვენი კოვიდგანყოფილება სავსეა და ყველა პაციენტი აუცრელია. ციფრები არ ტყუის. ვაქცინები მუშაობს."
> ამბის გაგრძელება: პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ექიმი პაციენტს FDA-ს მიერ ახლახან დამტკიცებულ რემდისივირს სთავაზობს. ექიმი პაციენტს უხსნის, რომ რემდისივირი არ არის ისე ფართოდ შესწავლილი როგორც კოვდივაქცინები. მხოლოდ აშშ-ში კოვიდვაქცინის 353 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული, მსოფლიოში კი - 4.7 მილიარდი დოზა ისე, რომ რაიმე საგანგაშო ან კატასტროფული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
> ექიმის კითხვა: „კოვიდვაქცინებისგან განსხვავებით რემდისივირი ამ მასშტაბით გამოყენებული არ ყოფილა, არც შესწავლილა ამ რაოდენობის ხალხზე და არც მისი გრძელვადიანი ეფექტებია ჯერ ცნობილი. მაინც გინდათ, რომ გამოვიყენო თქვენთან?"
> პაციენტის პასუხი: „დიახ. ნებისმიერ რამეს მივიღებ, რაც სიცოცხლეს შემინარჩუნებს."
> ამბის დასასრული: რემდისივირმა არ იმუშავა. პაციენტი 9 დღის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩვენ, ექიმების გუნდმა, თავი იმით ვინუგეშეთ, რომ: საკუთარი თავის და ოჯახის დასაცავად აცრაზე უარის თქმა პაციენტის პირადი არჩევანი იყო. ჩვენ, ექიმებმა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის გადაგვერჩინა. წელს ეს ტრაგედია, ეს სრულიად უსარგებლო და თავიდან აცილებადი დანაკარგი უკვე პაციენტის კისერზეა.
#აიცერი #ნუ_გახდები_შემდეგი
https://www.latimes.com/opinion/story/2021-...gq0uhEb_lG9zetsამ პანდემიის ტვირთი უკვე აუცრელთა მხრებზეა, ვისაც შეუძლია აცრა, მაგრამ ირჩევს რომ არ აიცრას. გადაწყვეტილება, რომელსაც ამართლებენ ფრაზით "ვაქცინაცია პირადი არჩევანია". ალბათ ისტორიაში არასდროს შესძლებია ვინმეს პირად არჩევანს სამყაროზე იმხელა გავლენის მოხდენა, როგორც ახლა. როცა ასობით და ათასობით ადამიანი კვდება, როცა საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების, ჩვენი ბავშვების აცრა არ შეგვიძლია - არჩევნის თავისუფლების ფუფუნება აღარ გვაქვს
თუ გჯერათ, რომ პანდემია თითქმის დასრულდა და გამოძვერით აუცრელად, ძალიან ცდებით, ვირუსი გიპოვნით
თუ გჯერათ, რომ დავიცდი იმ დღემდე, სანამ ვაქცინები უფრო მეტ შემოწმებას/აღიარებას არ გაივლიან, შეიძლება ამ დღემდე ცოცხალმა ვერ მიაღწიოთ
თუ გჯერათ, რომ თუ დავავადდები, საავადმყოფოში წავალ, მომხედავენ და კარგად ვიქნები, ცდებით - ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ უეჭველად შევძლებთ გადაგარჩინოთ, იმის გარანტიასაც კი ვერ მოგცემთ, რომ საწოლი გვექნება დარჩენილი თქვენთვის
თუ გჯერათ, რომ რადგან ორსული ხართ და არ გინდათ აცრამ იმოქმედოს თქვენზე, ნაყოფზე ან მომავალ ნაყოფიერებაზე, ცდებით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, თუკი საკუთარი ახალშობილის ნახვას ვერ მოესწრებით
თუ გჯერათ, რომ სჯობს ბავშვები არ აცრათ, არ იცით რა იქნება გრძელვადიანი ეფექტი, ცდებით, შესაძლოა მათ იმდენ ხანს ვერ იცოცხლონ რომ ამის გარკვევა მოახერხოთ
თუ გჯერათ, რომ სჯობს დაელოდოთ სანამ ყველა აიცება, რომ თქვენ აღარ აიცრათ, იცოდეთ რომ თქვენნაირი აუცრელი "ფარა" 93 მილიონს აღწევს, ისინიც თქვენსავით ფიქრობენ და თქვენი ასეთი მიდგომა ხელს უშლის პანდემიის დასრულებას
თუ გჯერათ, რომ აცრილები მაინც ავადდდებიან და რა აზრი აქვს აცრას, იცოდეთ, რომ ვაქცინა იმისთვის შეიქმნა, რომ აგარიდოთ დაავადების გამო ჰოსპიტალიზაცია, გართულებები და სიკვდილი. სასიკვდილო პნევმონიის (ფილტვების ანთების) ნაცვლად, გექნებათ მცირეხნიანი გაციება, ანუ ვაქცინამ უკვე დაამტკიცა სარგებელი. ვაქცინირებულები კოვიდ-19-ის გამო არ კვდებიან
ვირუსმა SARS-CoV-2, რომელიც იწვევს COVID-19-ს, უკვე უამრავი მუტაცია განიცადა პანდემიის დროს, იცვლება რომ გადარჩეს. თუ შევხედავთ ადამიანთა მოდგმას, რომელიც უარს ამბობს - ნიღბის ტარებაზე, სოციალურ დისტანციაზე, კარანტინზე, ახლა კი უკვე სიცოცხლის შემნარჩუნებელ აცრებზეც - უკვე აშკარაა ამ ბრძოლაში ვინ დამარცხდება, თუ ქცევას არ შევიცვლით
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გააკეთოთ საკუთარი თავის, თქვენთვის ძვირფასი ადამიანების და სამყაროს გადასარჩენად, ეს არის აცრა
და ყველაფერი კარგად იქნება
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურობას ინარჩუნებს, თუმცა კვლევის შედეგები მე-3 დოზის აუცილებლობაზე მიუთითებს - ამ დასკვნამდე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ავტორები მივიდნენ.
კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის მ-რნმ ვაქცინის ეფექტურობა სრული ვაქცინაციიდან 90 დღის განმავლობაში შემცირდა, თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინამ იმავე დროში კოვიდინფექციების წინააღმდეგ ეფექტიანობა მეტად შეინარჩუნა. როდესაც ვაქცინირებული ადამიანები დელტა შტამით დაინფიცირდნენ, მათ სხეულში ჰქონდათ არავაქცინირებულების მსგავსი ვირუსის მოცულობა, რაც ადასტურებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ბოლო შეფასებას.
ისრაელში, სადაც Pfizer/BioNTech-ის მე-3 დოზის გამოყენება მიმდინარე თვეში დაიწყო, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში “ბუსტერი” 86%-ით ეფექტურია.
შედეგებმა კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ვაქცინაციით საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა მართლაც საეჭვო იყოს, ამბობს ოქსფორდის სამედიცინო სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, სარა უოკერი, რომელიც კვლევის განხორციელებას ეხმარებოდა.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მიწვეული პროფესორი, პენი უორდი, რომელიც კვლევის ჩატარებაში ჩართული არ იყო, ამბობს, რომ კვლევა არაფერს ამბობს მნიშვნელოვან საკითხზე - როგორ იცავენ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების გართულებისგან ვაქცინირებულ ადამიანებს დროთა განმავლობაში.
მეცნიერი ამბობს, რომ ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან სრულად არც ერთი ვაქცინა არ იცავს, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ვაქცინებს, მინიმუმ, დაავადების გართულებისგან დაცვა შეუძლიათ.