Bluntაი მართლა ტყუილად აკნინებ ჩვეულებრივი, ტრადიციული, ჯაჭვის ველოს პოტენციალს.
რეალურად ყველაზე კარგი საქალაქო ტრანსპორტია გარემოს კუთხით, ასევე ყველაზე იაფიანი.
ჩემი ველო, რომელიც იდალურია ქალაში სამოძრაოდ, სულ რაღაც 500 ევრო დაჯდა. და უფრო იაფიან მოდელებსაც იყიდი ადვილად, რომლებიც გამოგადგება საკაიფოდ.
ნებისმიერ აღმართს დაძლევ თანამედროვე სიჩქარეებიანი ველოებით. პლუს ჯანმრთელობაა - მითუმეტეს რომ სტროიკაზე ბევრი არ ვმუშაობთ, და უმეტესობისთვის სამუშაო დღე კომპიუტერის წინ წელმოხრილი ჯდომაა. ამიტომ მოძრაობა და ენერგიის დახარჯვა არის მისწრება. ეს ენერგია კიდევ ადვილად შეგვიძლია უფასო ტრანსპორტის წყაროდ გადავაქციოთ.
ველოსიპედი არის საქალაქო ტრანსპორტის მომავალი. მაგრამ საჭიროა იყოს ინფრასტრუქტურა, რომ ველოსიპედისტმა თავი დაცულად იგრძნონ ქუჩაში. ანუ სპეციალური ველო ბილიკების ქსელი, რომელიც ქალაქის ყველა კუთხეს წვდება. ეგ უნდა იყოს თბილისის განვითარების პრიორიტეტი, რომ თბილისი გადაკეთდეს 21-ე საუკუნის ქალაქად.
თან ძალიან სწრაფია. საათზე მეტი ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში მოსახვედრად არ დამჭირვებია. მოკლე დისტანციებზე მანქანებზე სწრაფია, წითლებზე გაჩერება და პარკინგის დრო რომ გაითვალისწინო. გრძელ დისტანციებზე კიდევ პიკის საათებში მაინც მანქანაზე სწრაფია, რადგან საცობები შენ არ გეხება.
აი წარმოიდგინე, თუ რამდენად გააუმჯობესებს ველოებით ქალაქში მანქანების ნაწილობრივ ჩანაცვლება სასუნთქ ჰაერს. და ასევე რამდენად შემცირდება ჯანდაცვის ხარჯებს მოსახლეობის ზოგადი ფიტნესის ამაღლების გამო, როცა ბევრი როცა ივლის ველოთი.
დაღლილობაზე კიდევ: გუშინ მაგალითად, სამსახურის მერე კროსფიტული ვარჯიში გავაკეთე, რომელიც ლეგენდარულია თავისი სირთულით და ენდურენსის მოთხოვნით. ყველაფერი რაც მეცვა სველი იყო ოფლისგან. კუნთები "ატკაზის" ზღვარზე იყო და გულის ცემა რწყევამდე. 45 წუთის განმავლობაში.
https://www.youtube.com/watch?v=8i1ZC7TBa8Yდა ამის შემდეგ, თავისუფლად გავიარე 15 კილომეტრამდე ველოთი. წარმოდეგენა არ მაქვს, სტროიკაზე მუშაობამ მეტად როგორ უნდა დამღალოს.
narcoTOURISTთბილისში ცხოვრობ? მაინტერესებს როგორ მოძრაობ ველოთი.. რაც მე ვნახე, საშინელებაა თბილისის ტრაფიკის და ინფრასტრუქტურის პირობებში ველოთი ქუჩაში გასვლა.
ქალაქში ველო ბილიკების ქსელი უნდა იყოს ნო1 პრიორიტეტი.