მოკლედ, მოვაღწიე სახლამდე.
იფქლის წარმომადგენლებმა გვიშუამდგომლეს ოჯახთან და დიდი მადლობა მათ ყოველი ჩვენგანის სახელით, რომ არა ისინი ძალიან გაჭირდებოდა ჩვენი საერთო სურვილის განხორციელება.
სიტუაცია დაგვხვდა საკმაოდ მძიმე. დედა სრულ შოკშია

გარდა ამ ბოლო ტრაგედიისა, მანამდეც დიდი სიმწარეები განიცადა და ფაქტიურად მარტო დარჩენილს აშკარად დიდი მორალური და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული.
ძალიან გაგვიჭირდა ჩვენი პოზიციის დაცვა და გატანა, იმისი დასაბუთება და ახსნა, ვინ ვართ, რა გვინდა და რა გვრჯის.
საკმაოდ კარგი, სათნო და განათლებული ქალბატონია, მაგრამ ცხოვრებისგან მიღებული ტრავმით ჩაკეტილია თავის უბედურებაში

ჩვენ, ყოველი თქვენგანის სახელით გადავეცით უდიდესი გულისტკივილი, თანაგრძნობა და წუხილი.
სპლიყვმა ჩართო მთელი თავისი დიპლომატია (ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით), რომ ოჯახს მიეღო ჩვენი გულწრფელი, უანგარო დახმარება.
თუმცა, ძალიან რთული გამოდგა დიალოგი. დედა კატეგორიულ უარზე დადგა.
ვაღიარებ, რომ ერთი მომენტი დავკარგე იმედი და ვფიქრობდი, რომ ჩაიშალა ჩვენი მისია.
ამ დროს სულზე მოგვისწრო ცხონებულის დეიდამ, რომელმაც ყურადღებით მოგვისმინა, გულთან მიიტანა ჩვენი გზავნილი და შვილმკვდარ დედას ურჩია მიეღო ჩვენი შემწეობა. მისმა სიტყვამ იქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მე იმ წუთში, ყოველი თქვენგანის მეოხებით ვიყავი ამაყი და ამავდროუკად გულდამწვარი თქვენი ერთ-ერთი წევრი.
სპლიყვმა შეუძლებელი შეძლო. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის ასე დამაჯერებლად გადმოცემა.
მე მიჭირს ყველა ნიუანსის თქვენამდე სიტყვებბით მოტანა. ძალიან უხერხული სიტუაცია იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი ისე დასრულდა როგორც ჩვენ გვსურდა.
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ოჯახს.
ათასი ბოდიში და მადლობა ვუხადეთ და ასე დავემშვიდობეთ.
ისინიც თვალზე ცრემლმორეულები გვაცილებდნენ.
საბოლოო შედეგით კმაყოფილები, უკვე გარეთ ჩვენც თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მომავალში კარგი შეხვედრების იმედით.
ამ სიყვარულს, მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას არაფერი არ დაუდგება წინ.
დღეს ყველამ ერთად, ყოველი თქვენგანის ძალისხმევით, ძალიან კეთილი საქმე გავაკეთეთ !!!
Experto-ს ხსოვნა ყოფილიყოს

მიყვახართ ყველა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გისურვებთ ჯანმრთელობას.
მადლობა ყველას.
This post has been edited by spider77 on 15 Sep 2021, 20:13