ჩემს გარშემო ვინც რაიმე სამედიცინო ჩვენების გამო რისკის ჯგუფში იყო, სადღაც მაისი ბოლოსკენ უკვე აცრილები იყვნენ სინოფარმით და ასტრაზენეკათი.
ფაიზერი რო შემოიყარა, მთელი ჩემი ოჯახი და სანათესაო აიცრა, უკვე ორჯერ, არანაირი შეფერხება არ ყოფილა.
ჯერ მთელი სამყარო, მათ შორის ჩვენც ვაქცინას ველოდებოდით.
შემოვიდა და ერთ უბედურ შემთხვევაზე აიგო მთელი ანტივაქსერული კამპანია.
მაგის გამო გვაქვს ასე დაბალი მაჩვენებელი.
ეხლაც ყრია ვაქცინა და არ იცრება ხალხი -
https://booking.moh.gov.ge/ იმიტო რო ეშინიათ, ეჭვობენ რო უჩალიჩებს ვიღაცა, ელოდებიან რაღაცას...
გონიათ რომ თვითონ ჭკვიანები არიან, ფრთხილები, კრიტიკული აზროვნება გააჩნიათ და ვინც იცრება ისინი დაუფიქრებლები და ბრმები არიან...
და ანტივაქსერი რო ვაქცინაციის საწინააღმ,დეგო პროპაგანდას ეწევა, ეგ მოსული პონტია და ვიღაცა თუ მაგათ გინებას დაუწყებს, არ შეიძლება ეგ.
ძალით ვაქცინაციას არ ვემხრობი მე, ყველამ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ სხვას რო მოუწოდებ არ დაიცვა თავი და არ აიცრაო, ეგეთ ადამიანი ყველაფრის ღირსია, კანონითაც და მორალურადაც...
ვისთვისაც ხელმისაწვდომია ვაქცინა, სხვადასხვა მიზეზების გამო არ იცრება და დაავადდება და მოკვდება, არის თავისი ბრალი, თვითონ იკლავს თავს.
და როცა ხედავ რომ ადამიანი თავს იკლავს, უნდა ურჩიო არ მოიკლას.
მაწანწალა, არასტერილიზებულმა ძაღლმა რო გიკბინოს, ხო ყველა ტვინს მოგი##ავს შრატი გაიკეთეო, მასე უნდა იყოს ვაქცინაზეც.
და გაიკეთებს თუ არა, ყველამ თვითონ გადაწყვიტოს...
Mens sana in corpore sano...