სამწუხაროდ, არის ეგეთი მომენტებიც. მაგალითი ფეისბუკიდან:
„ვერ ვმართავთ, არც კვალიფიციური კადრია საკმარისი, არც კლინიკები, ბუწიკი კლინიკები ვერ იქნება სრულფადოვანი კლინიკის საპირწონე, კლინიკა უნდა იყოს მულტიპროფოლური, ან ძალიან კარგი საკომუნიკაციო ჯაჭვით დიდ კლინიკებთან, საწოლის ფონდს ავსებენ მსუბუქი პაციენტებით თავიდან რომ აიცილონ მძიმე პაციენტის მიღება, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება მძიმე პაციენტი გააბრუნოს, მან უნდა მიიღოს პაციენტი, შეაფასოს სიმძიმე, თუ საჭიროა მიმღებში აიყვანოს მართვით სუნთქვაზე, მერე ტრიაჟირების გზით მსუბუქი გადაიყვანოს სხვა კლინიკაში, მძიმე კი დაიტოვოს“
„მე რასაც ვუყურე....თვითონ ძლივს დავუსხლტი სიკვდილს,ალბათ თვითონ რომ არ მემართა მკვდრი ვიქნებდი,დედა უმძიმესი მყავს“
„ერთს გეუბნებან,მეორეს აკეთებენ,ვინ აკონტროლებს,ვის აინტერესებს,ექიმებს ზეზეულად ძინავთ გადაღლილობისგან,ექთნები უძალობის გამო პანტაპუნტით გონებას კარგავენ,პირველყოფილი თემური წყობილებაა საქართველოში მედიცინაში,თავისთვის აქვთ "სამეფო პრეპარატები" ასე უწოდებენ!“
„...უდევს ვიდეო, საჩხერეში რა კონტიგენტს მკურნალობენ, უვარგისი კლინიკები, არაკომპეტენტური მედპერსონალით ცდილობს კლინიკები მსუბუქი ფორმებით შეავსოს, რათა თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა რთული ფორმების შემთხვებაში…“
https://www.facebook.com/emma.tukhiashvili/...210014629052867ეს უცნობი პირების კომენტარები იყო და შეგვიძლია ზურაბ გურულისაც ვნახოთ, შეკითხვაზე - ექიმებო იცით მაინც რატომ გიკვდებათ ამდენი, არაპროპორციულად მეტი კოვიდ ავადმყოფი?
„ვიცით!
და არცერთი მიზეზის გამოსწორება არ არის შესაძლებელი არათუ რამდენიმე კვირაში ან თვეში, არამედ წელიწადში.
მინიმუმ მთავრობაა შესაცვლელი, რომ პროცესი დაიწყოს მაინც.
ამიტომ, ვისაც გადარჩენა სურს, უნდა აიცრას!“
"არცერთი მიზეზის გამოსწორება არ არის შესაძლებელი არათუ რამდენიმე კვირაში ან თვეში, არამედ წელიწადში" - რა არის ეს მიზეზები კონკრეტულად?
„ექიმთა 90% ( მეტიც )ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საერთაშორისო სტანდარტს და არ არსებობს არანაირი სისტემა, რომელიც მათ არაკომპეტენტურობას რაიმე ადმინისტრაციულ-კლინიკური სტანდარტებით დააკომპენსირებს.
ეს ერთი!
მეორე - კლინიკების უმრავლესობის მფლობელებს გაუსაძლის პირობებში, დაბალ ხელფასზე და უკმარი აღჭურვილობით ჰყავთ ექიმების და ექთნების 99%; გადაქანცულები, შემცვლელი რეზერვის გარეშე.
გახრწნილმა და კორუმპირებულმა სამთავრობო სექტორმა კლინიკები გახრწნა უაზრო კოვიდ-დაფინანსებით და არ არსებობს არანაირი ჩამოყალიბებული კრიტერიუმი ჰოსპიტალიზაციისათვის.
რეზერვის გადამზადება რეზიდენტებისაგან და სტუდენტებისგან არის სრული უაზრობა, რადგან მათი 99 % ის დონე სანიტრის კომპეტენციას არ სცდება მედიცინაში“.
https://www.facebook.com/merabuka/posts/102...218509539440298მოკლედ, თავი რომ დავანებოთ ვაქსერობა-ანტივაქსერობას, საქართველოში მნიშვნელოვანი ხდება, ადამიანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ექიმების საერთო დონე საქართველოში ისეთივეა და არა უკეთესი, როგორიც სხვა რამის სპეციალისტების.
რუსეთი უნდა დაინგრეს.