#58282688 · 24 Aug 2021, 14:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პანთურქიზმი (პანთურანიზმი) არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა თურქი ხალხის კულტურულსა და პოლიტიკურ კონსოლიდაციას ერთი, საერთო სახელმწიფოს, ან კონფედერაციის შიგნით. ერთიანი თურქული სახელმწიფოს, ან კონფედერაციის ტერიტორია კი, პანთურქიზმის იდეების მიმდევართა წარმოდგენით უნდა გადაიშლებოდეს ერთი მხრივ ბალკანეთიდან ვიდრე ყირიმამდე, ხოლო მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ ციმბირიდან ვიდრე დასავლეთ ჩინეთამდე, ანუ ამ თურქულმა სახელმწიფომ უნდა მოიცვას მთელი თურქულენოვანი ხალხები მათი განსახლების სივრცეებითურთ. XIX საუკუნის დასასრულს რუსეთის თათრობაში გაიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ. მათ აღმოაჩინეს საერთოობა თურქულენოვან ხალხებთან. 1839 წელს დაარსდა „თურანული საზოგადოება“ (თურქულად: Tûran cemiyeti, თათრულად: Turan cämğiäte), რომელსაც ეს სახელი შუა აზიის მდებარე თურანის დაბლობის მიხედვით ეწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გეოგრაფიული სივრცის სახელწოდება ერთ-ერთი ირანული ენიდან უნდა შემოსულიყო და დამკვიდრებულიყო თურქულ ენებში.
პანთურქიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ყირიმელმა თათარმა, ისმაილ გასპარლიმ მოკლედ ასე ჩამოაყალიბა პანთურქიზმის მოძრაობის დევიზი: „ერთობა ენაში, აზროვნებასა და ქმედებაში“. (შდრ. თათრულად: „Teldä, fikerdä, eştä berlek“ და თურქულად: „Dilde, fikirde, işte birlik“)
ქართულშიც ბევრი თურქული სიტყვებია და იქნებ გვეცადა ბედი!
ღორის ხორცს ჩავანაცვლებთ ცხვრის ხორცით და ღვდელს (მაინც არ დავდივართ ეკლესიებში) მოლათი, თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი არარელიგიურია და მხოლოდ ფორმალურად აღიარებს ქრისიტანობას, აი ნათლიის ინსტიტუტის გარეშე როგორ გავქაჩავთ არ ვიცი
This post has been edited by tengo9786 on 24 Aug 2021, 14:40
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
|