https://www.facebook.com/watch/?v=859383001...K1C&ref=sharingგუშინ ,ფესიბუკზე წავაწყდი გერმანიაში მოღვაწე ექიმის,იაგო ფრანგიშვილის წერილებს...
გადავიკითხე ყველა,თავის კომენტარებიანად....
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა...
ვდებ აქ რამდენიმე წერილს,
იმ იმედით,რომ ამ წერილებში გამოთქმულ აზრებს,
შესაბამისი პირები ყურად იღებენ,
გაითვალისწინებენ!
იმ იმედით,რომ გამოსწორდება მდგომარეობა!!!
https://www.facebook.com/112059183768225/po.../?sfnsn=scwspmohttps://www.facebook.com/112059183768225/po.../?sfnsn=scwspmoდღეში 60 ადამიანიდან 30 იღუპება იმიტომ კი არა, რომ აცრილი არ არის, არამედ იმიტომ რომ არასწორად მართავენ.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ ინფექცია არის უპირველესად ჰიგიენა და მართვა,
ყოველთვის გამოძებნიან მიზეზს გაამართლონ ადამიანთა სიკვდილი მაგალითად აუცრელობით.
ვითომდა მხოლოდ ერთი ინფექცია არსებობდეს დედამიწაზე და თუ ის მოვთოკეთ, სხვა არაფერია საჭირო.
ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიგნონ, რომ კორონა ინფექცია არის უმეტესწილად,
80%ში მხოლოდ და მხოლოდ გამშვები მექანიზმი სხვა დაავადებისა, სხვა გართულებისა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისე, როგორც ეს წესი და რიგია, ყოველთვის დაადანაშაულებენ თავად გარდაცვლილს და გარემოს დაუდევრობაში და სიბნელეში.
ყველა გარდაცვლილის უკან არის განვლილი გზა.
აი ამ გზის თითოეულ ნაბიჯს უნდა ანალიზი.
წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
https://www.facebook.com/112059183768225/po.../?sfnsn=scwspmoარ იყო აცრილი და მოკვდებოდა აბა რაო.
ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება.
ის კადრები, რაც ვიხილე რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ, დიახ ახალ და ,,თანამედროვედწოდებულ,, რეანიმაციულ განყოფილებაში,
ესაა სრული კატასტროფა
წელიწადნახევრის წინ, 2020 წლის აპრილში ვსაუბრობდით ინტენსიური და მართვითი სუნთქვის კოვიდიანი ადამიანების ჰიგიენაზე, დისტანციაზე, საწოლებშორის უბრალო გამყოფებზე
და ამდენი თვეების მერე ისევ იქა ვართ...
არა, უარესად ვართ
მაშინ ექიმებს ფფპ 2 პირბადეები და მაღალჰიგიენური ეპიკიური მაინც ჰქონდათ.
გინდაც 15 ჯერ იყოს აცრილი ექიმი და იყოს უსიმპტომო,
ის კოვიდის გადამტანია მაინც,
ყველაფერია კოვიდის გადამტანი,
ადამიანიც, ხელსაწყოც, ამონასუნთქი ჰაერიც, ამონახველიც, დაცემინებაც და ყველაფერი,
თუ ასე თევზებივითაა ერთიმეორეს მიწყობილნი ადამიანები.
რა გახდა ეს გამყოფი ცელოფანი მაინც, არ მესმის და ვერ ვიგებ.
რათქმაუნდა, ისიც საშინელ მანკოდ და კატასტროფულ დაუნახაობად რჩება, რომ
ადამიანი, რომელიც ინტერვიუს აძლევს ტელევიზიას, არ უნდა იყოს მართვით სუნთქვაზე
არ შეიძლება ასეთი ადამიანების ასე სრული იმობილიზება და საწოლში გამწესება
არაა არავითარი ფიზიოთერაპია.
როცა ორსულობის ბოლო კვირაში ორსულ ქალს დააწვენ, არ გაანძრევ და გამოკეტავ კოვიდიანებთან ერთად რეანიმაციაში,
ის ნაღდად დაიღუპება, რადგან ორსულობისას რამდენიმე ათეულჯერაა აწეული თრომბოემბოლიის რისკი.
მაგრამ,
აქვთ საქართველოში ალიბი აბსოლუტურად ყველაფრისათვის,
,,არ იყო აცრილი და მოკვდებოდა აბა რაო,,
ესაა დანაშაულებრივი აზროვნება და ქმედება.
ეს ასეა. ფაქტია.
აცრა არის ერთი მხარე და ერთი ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი პრობლემისა.
პრობლემის უდიდესი ნაწილი იყო და რჩება
პაციენტის მართვა
ჰიგიენა
ამის შეცვლას არ ესაჭიროება რევოლუციები.
ამას ესაჭიროება
კარგი ვენტილაცია,
რამდენიმა ასეული მეტრის დეზიფექციის შესაძლებლობის მქონე ცელოფნის საფარი,
რამდენიმე ათეული ფიზიოთერაპევტი
და ადამიანების საავადმყოფოებში არ შეყრა.
რეზიდენტი ექიმების და უსაქმოდ დარჩენილი ტაქსის მძღოლების მეშვეობით რამდენიმე ასეული მობილური ჯგუფის შექმნა და პაციენტებს სახლში, სოფლებში, საკუთარ ოჯახებში, მის ეზოკარმიდამოში მართვა უნდა ამას ყველაფერს.
2020 წლის აპრილიდან ერთი მისხალიც კი არ გაკეთებულა ამ მხრივ.
ეს დანაშაულია,
სამარცვინოა ეს ყველაფერი და საკუთარ სახეს სარკეში ვერ შეხედავთ ამ სისტემის ,,გამპარვებელი,, ექიმები, ახლა რომ ყველაფერს არაცრილობას ატენით.
ნორმალური პირბადეები მაინც გაიკეთეთ.
მე მიკეთია აცრილს და კოვიდგადატანილს ხუთოთახიან და ღიაფანჯრებიან პრაქსისში ფფპ2 პირბადე მთელი დღის განმავლობაში.
სამარცხვინოა ეს საქციელი.
იაგო ფრანგიშვილი.
https://www.facebook.com/112059183768225/po.../?sfnsn=scwspmoრა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ ქართველი ექიმები, რის გამოც კოვიდპაციენტები იღუპებიან?
ინტუბაცია ამძიმებს პაციენტების მდგომარეობას
არასწორად მართვა ხდება! გასაგებია, რომ გაიდლაინში წერია ანტივირუსულ მკურნალობაზეც, რემდესევირზეც ეწერა, კორტიზოლზეც, ანტიბიოტიკებზეც და იმუნურ ანტისხეულებზეც, გასაგებია, რომ რამდენიმე ათეული წამალია ნახსენები, მაგრამ ყველა ეს მითითება ზოგადია და არა ერთ პაციენტზე მორგებული. თავიდან ბოლომდე არასწორად ხდება ავადმყოფის მართვა, დაწყებული ტესტირებიდან, დასრულებული ინტუბირებამდე. რატომ ვაკეთებთ ტესტირებას? რა გვინდა დავადგინოთ? არ აქვს სიმპტომი ადამიანს და გვინდა აღმოვუჩინოთ კოვიდი? და მერე რა? რა გვინდა იმ ადამიანისგან? გასაგებია, დატესტო სამედიცინო პერსონალი, რადგან მას შეხება აქვს პაციენტებთან, კონტაქტია. არადიფერენცირებული ტესტირება პრობლემაა. დანაშაულია ეს კოვიდ-სასტუმრო და კოლექტიური იზოლაციის ცენტრები. შეყრი 50 კოვიდიანს, თუნდაც ცალ-ცალკე ოთახებში და რა? აეროზოლური ფილტრიც კი არ აქვს ნომრებს. ვამძიმებთ მათ მდგომარეობას დახმარების ნაცვლად. ასეთი კოლექტიური იზოლაციები დასავლეთში უკვე გამოირიცხა. რას აკეთებს იქ ადამიანი? წევს, ჭამს, ნაკლებს მოძრაობს, შესაძლოა, განუვითარდეს თრომბოზი. შემდეგ მოდის კლინიკის ჰიგიენა, სად კეთდება ტესტირება? ყური მოვკარი, ორჯერ აცრილს ტესტირება არ უნდაო და ვინ თქვა ეგ? მკითხეთ, ერთი, გერმანიაშიც ასეა? – არა. ორჯერ და სამჯერ აცრილსაც ტესტავენ, თუ საჭირო გახდა. შემდეგი, რითი ვიტესტებით, ესეც მთავარი. შეცდომაა დაბალჩივილიანი პაციენტის დრამატიზირება. როგორც კი იტყვის, ვერ ვსუნთქავ კარგად, როგორც კი ნახავენ, რომ 80-ზე ჩამოდის სატურაცია, მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ. დასავლეთში 70-80 პროცენტით შემცირდა ინტუბირება პაციენტების.
ამძიმებს ინტუბაცია პაციენტების მდგომარეობას. 25 წელია მედიცინაში ვარ და ათასობით ღამე მაქვს გათენებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ინტუბირება პაციენტს უხსნის სტრესს, არაა ცუდი, კარგია, მშვიდად აგრძელებ მკურნალობას, მაგრამ კოვიდის დროს პირიქითაა, დამღუპველია! რაც შეიძლება უნდა გადაწიო ეს პროცესი, სანამ გონებაზეა, მისი ინტუბაცია არ უნდა მოახდინო. სამწუხაროდ, გასულ წლის კვლევების მიხედვით, მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა 80 პროცენტი გარდაიცვალა. სწორედ ამიტომ, შემცირდა კოვიდპაციენტთა ინტუბირების რიცხვი დასავლეთში. საქართველოში პირიქითაა, სამწუხაროდ და, უნდა ვთქვა, ინტუბირებული პაციენტების მხოლოდ 20 პროცენტს აქვს გადარჩენის უნარი. კოვიდის დროს, ექიმი ერთმანეთთან აჯერებს რამდენიმე მონაცემს – 6 ლაბორატორიული მონაცემია აქედან და 4 სიმპტომური. მაგალითად, ხველა მშრალია, თუ ნახველიანი, სუნთქვის უკმარისობა, სიცხე მაღალია და წამალი მოქმედებს, თუ მაღალია და პარაცეტამოლი არ მოქმედებს? ვაკეთებთ მერე ამ სიმპტომების პარალელს ლაბორატორიულ მონაცემთან – ინფექციური, ალერგიული აქტიურობა როგორია, იმუნოლოგიური, თრომბოემბოლიური მდგომარეობა როგორია, სისხლის ნაკლებობას ვნახულობთ, ხომ არ გვაქვს შეშუპებითი მაჩვენებელი, ვადარებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან და გვაქვს ათეულობით კომბინაცია. საქართველოში კი ერთი მიდგომაა, დაიწყებენ კორტიზოლით, მერე ანტიბიოტიკით გააგრძელებენ, მერე გადასხმებსაც გაუკეთებენ, მერე იმუნომკურნალობით გააგრძელებენ – და მერე მართვით სუნთქვაზეც გადაჰყავთ. ასე ჰყავთ პაციენტის ორგანიზმი ნაძვის ხესავით დახუნძლულია. შიშის ფაქტორით აკეთებენ ამას ალბათ, ეშინიათ, არ გარდაეცვალოთ პაციენტი, ან შესაძლოა პაციენტის და მისი ახლობლების მხრიდანაცაა ზეწოლა, მაგრამ ექიმმა უნდა აიღო პასუხისმგებლობა და ხანდახან გაკეთებას, არგაკეთება სჯობს.
მხოლოდ გაიდლაინი რომ შველოდეს საქმეს და კომპიუტერი, ექიმი აღარ იქნებოდა საჭირო. ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ყველას ერთნაირად რომ გაუკეთებ ყველაფერს, რომ არ იცდი, რომ არ ეკითხები და რომ ეკითხები და გპასუხობს და მაინც გადაგყავს მართვით სუნთქვაზე, იმიტომ მძიმდება პაციენტი. მედიცინაში არსებობს პროფილაქტიკური მკურნალობა, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში, პროფილაქტიკური მკურნალობა არ ჭრის. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, კოვიდით დაავადებულ პაციენტებში ანტიბიოტიკურმა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ, გაცილებით მძიმე შედეგი გამოიწვია. ასევეა ანტისხეულების თერაპიაც, რომელიც არ უნდა ჩაუტარდეს ყველა ინტუბირებულ პაციენტს, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს ეფექტი. პაციენტი, რომელსაც აქვს სუნთქვის მცირე უკმარისობა, ხვდება პალატაში, სადაც 4-5 კოვიდპაციენტი წევს, უნდა, თუ არ უნდა, აძლევენ ჟანგბადს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფილტვი თავისით უკვე ნაკლებს სუნთქვას, არ მოძრაობს, პირბადე უკეთია – დაგიმძიმდება ასეთი პაციენტი, აბა, რა მოუვა? კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ვინც კი ხვდება კლინიკაში, ყველას უნდათ, რომ გადასხმა გაუკეთონ. რა არის გადასხმა? სითხეა. ამ ვირუსის გამოყოფა როგორ ხდება? ლორწოვანი გზით – კუჭ-ნაწლავი და ცხვირ-ხახა. 3 ლიტრა სითხეს რომ გადავუსხამთ ადამიანს, მას წყურვილის გრძნობა აღარ აქვს. სჯობდა ლიტრი სითხე დაელია, ნაკლებად დამძიმდებოდა, გამოვიდოდა ვირუსი კუჭ-ნაწლავიდან, ან ამოახველებდა. უსაშინლესია უკონტროლო გადასხმები, სითხე უგროვდებათ ფილტვში პაციენტებს, ფილტვი ჩანს მერე თეთრი და ქაფიანი, რადიოლოგი კი წერს ქულას – და ეს ხშირად არის ზედმეტი ქულა. პაციენტი იყო საქართველოდან, უთხრეს, რომ ფილტვი იყო ჩირქიანი, სინამდვილში ესეც იყო ქაფი, მისცეს შარმდენი და გამოვიდა მდგომარეობიდან. ძალიან დიდი პრობლემაა ჭარბწონიანი ადამიანების მკურნალობა. მათი მდგომარეობა ხშირად რთულდება. მათი ფილტვების ვენტილაცია ისედაც დარღვეულია, რადგან დიაგრამა ვერ მოძრაობს, როგორც საჭიროა. მათ მართვით სუნთქვაზე როგორც კი გადაიყვან, მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება… თუ გინდა ასე არ მოხდეს, მისგან იმაზე მეტი სითხე უნდა ამოიღო, ვიდრე მისცემ. ასე თუ არ მოიქცევი, მისი ფილტვი შეშუპებას დაიწყებს.
მე მესმის, რომ სადღაც წერია, რომ გადასხმები უნდა გააკეთო, მესმის, რომელიღაცა კვლევებშიც ეწეროს შეიძლება, მაგრამ იმ კვლევაში არ წერია შენ პაციენტზე, სხვა პაციენტზე წერია და ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. კოვიდი სჭირს ყველას, მაგრამ ყველა პაციენტი განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომაა ექიმი საჭირო, რომ ათეულობით გზიდან ერთი და სწორი გზა აირჩიოს.
წყარო :უყვება „ალიას“ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი.