პირიქით...
ჩემი აზრით,სწორად აზროვნებს,თავის მოვალეობას ასრულებს!
https://www.facebook.com/112059183768225/po.../?sfnsn=scwspmoამაზე საუბარი თურმე ნიშნავს რომ ხარ აცრის მოწინააღმდეგე და ამაზე საუბრის დრო თურმე ახლა არაა.
მაშ ასე, დაიწყო სისტემის გაშლილად შემოტევა.
ათობით დაუზღვეველი ავცერი
და ვიღაც ტუსოვკა თვლის, რომ რახან აცრას არ ვაღიარებ აბსოლუციად და მედიცინას, პაციენტის მოვლას მივიჩნევ უპირველესად, ახლა რომ ავადაა და ახლა რომ მოვლა უნდა, აი იმას რომ ვთვლი პრიორიტეტად,
აი ამიტომ შეუძლია რაღაც უჯრაში და კლიშეში მიმაფუჩეჩოს?
აი ესაა სიბნელე და პოლიქრონიონობა და ამიტომაა რომ გაზით თავზე ყველა სახის დიქტატორი.
საკუთარ აზროვნებაზე ამბობთ უარს და ამიტომ დაგიმონებთ ყველა
აცრა არაა კოლექტიური იმუნიტეტის მომცემი,
არა, ეს აცრა არაა ასეთი.
აცრა იცავს პიროვნებას და გართულებისაგან
აცრა იცავს ადამიანს გაუნათლებელი და მშიშარა ექიმის აქციონიზმისაგან საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში.
მაგრამ
არ გიცავს ვირუსის მიღებისაგან
აცრილიც ვირუსმატარებელია და ვირუსგადამდებია,
განსაკუთრებით კი ინტესიურის ექიმი.
ერთადერთი, ვინც არაა ვირუსგადამტანი და სრულიად იმუნიზირებულია, ესაა კოვიდგადატანილი.
ის არც არავის გადასდებს და არც თავად დაავადდება 99,84%ში.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად და ნაკლები დროით გადამდებია.
ბავშვების კოვიდით გარდაცვალება არის უიშვიათესი ფენომენი.
ორსულებში კოვიდი არაა მძიმე ფორმის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება ჰოსპიტალიზება და აქ დიდ როლს თამაშობს იმობილიზება. ორსული ქალი არის 20ჯერ უფრო მეტი თრომბოებოლიური რისკის, ვიდრე არაორსული და ეს ფაქტია.
ორსულს რომ გაამწესებ საწოლში და თან ჰორიზონტალურად მეშვიდე თვეში და თან კოვიდიანებით სავსე პალატაში, მას გადარჩენის ძალიან, ძალიან ნაკლები შანსი აქვს.
ნაყოფზე აცრის გავლენა არაა სათანადოიდ გამორკვეული და ორსულების მიმართ აცრის რჩევა ეფუძნება პრიორიტეტულობის პრინციპს, ანუ, ორსულის ჯანმრთელობის და რისკის პრინციპს.
რაც უფრო ნაკლები ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დიდია გართულება აცრაზე და ეს გართულება 12 დან 17 წლის ასაკის ბავშვებსი შეადგენს მაგალითად 50.000 აცრაზე ერთ მიოკარდიტს ანუ გულის კუნთის ანთებას.
გერმანიაში 1,2 მილიონი ამ კატეგორიის აცრაზე 23 შემთხვევაა მიოკარდიტისა, სხვა მსგავსი სახის გართულება სხვაა და მაინც ვცრით და მეც ამიცრია არაერთხელ ამ ასაკის ბავშვები და ამაზე მითითებით
ეს ექიმის უბრალო ვალია, აცრაც და გვერდით მოვკენებზე მითითებაც. სხვანაერად რომ იყოს, შეყოფდი მკლავს აპარატში და აგიცრიდა უადამიანოდ, უკონტაქტოდ.
მაგრამ არაა ასე,
ექიმს აქვს ვალდებულება და მოვალეობა და ეს ინფორმირებაა.
რაც უფრო დაბალია ბავშვის ასაკი, მით მეტია მიოკარდიტის და ენდოკარდიტის ეს რისკი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არაა ეს რისკი ჯერ გარკვეული, ჯერ რიცხვებად ფორმულირებული არაა და ამიტომაც არ არსებობს მათი აცრა.
სხვა დარღვევებზე, რომლის გამშვებიც ასევე კოვიდია, სრული იგნორია,
მკერდში ტკივილია? იცის კოვიდმა და რა საჭიროა მიოკარდიტის ან გინდაც ინფარქტის გამორიცხვა?
თავი ტკივა უკვე კვირაზე მეტია და ისე, რომ თავს იგლეჯს პაციენტი? კი ესეც იცისო კოვიდმა და არავის გაახსენდება არც თავის ტვინის წნევის აწევა, არც ნევროლოგიური დაავადებები, არც ტემპოლარული არტერიიტი და არც არაფერი. იცის კოვიდმა ასეთი რამ და მორჩა. ამაზე საუბარი თურმე ნიშნავს რომ ხარ აცრის მოწინააღმდეგე და ამაზე საუბრის დრო თურმე ახლა არაა.
ამის თქმა უბრალოდ მოვალეობაა, სულერთია რამდენად ემთხვევა საზოგადოებრივ წნეხს.
ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
მოვრჩი მე ამ თემაზე საუბარს!
კარგად!!!