#58288922 · 26 Aug 2021, 09:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ოჩოპინტრე @ 26 Aug 2021, 01:17 ) | კი, მარა თუ ექსპერიმენტული პრეპარატი არაა ჩაშვებული ხმარებაში, ეს ექსპერიმენტული ვაქცინები რატომაა ჩაშვებული? მაინც ვერ გავიგე |
ეს ვაქცინები არაა ექსპერიმენტული, რადგან მათ უკვე გაიარეს კვლევის ის სამივე ფაზა (სხვადასხვა ქვეყნებში საშუალოდ 30-50000 ადამიანზე თითოეულმა) რომელიც ითვლება კლინიკურ ექსპერიმენტად და რომელშიც გაიტესტა მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მხოლოდ ამ ფაზების გავლის შემდეგ დაუშვეს ისინი ფართო მოხმარებისთვის (შემოვიდა საქართველოშიც) და მიენიჭათ ე.წ. გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენების აუტორიზაცია (EUA), ხოლო პფაიზერის შემთხვევაში, საერთოდაც, უკვე ორშაბათიდან, სრული აუტორიზაცია ამერიკის საკვების და წამლის სააგენტოს მიერ. შესაბამისად, ამ ვაქცინების ექსპერიმენტულობაზე ლაპარაკი არასწორია. * * *
| QUOTE (Delanso @ 26 Aug 2021, 03:00 ) | | QUOTE | ეგ პრეპარატები (ლაპარაკია იხთილოვის EXO-CD24-ზე) არის ექსპერიმენტული და არ გამოიყენება ჯერ არც ისრაელში და არც სხვაგან კლინიკური კვლევების მეორე ფაზის გარდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მე მომხრე ვარ კლინიკური კვლევები ტარდებოდეს საქართველოში, გასაგებია თუ რატომ შეიკავეს ამ ეტაპზე თავი. მაგ პრეპარატებსამას მოჰყვებოდა მორიგი ისტერია და წივილკივილი რომ ქართველობას გვართმევენ, საექსპერიმენტო ცხოველებად გვიყენებენ და გვკლავენ (და დარწმუნებული იყავი, რომ პაციენტების ნაწილი მაგ პრეპარატის მიუხედავად მაინც გარდაიცვლებოდა) მასონი ებრაელები.
ისრაელის დაბალი გარდაცვალება განპირობებული იყო და არის ვაქცინაციით და მაღალი დონის სამედიცინო სისტემით და არა EXOCD24 თუ რომელიმე ჯერ ბაზარზე არშემოსული ექსპერიმენტული პრეპარატით.
მესმის, რომ შენ რომელიმე ჩალაძეს უსმინე რომელიმე გვარამვიზიაზე, მაგრამ ჩაიარა მაგ პროპაგანდისტულ-სადეზინფორმაციო სიუჟეტმა და ტყუილა უბრუნდები. |
ნიუსებში თქვეს რო ეგ ექსპერიმენტარული წამალი გამოცადეს საბერძნეთში და კარგი შედეგი დატოვაო. აი მაგას სთავაზობდნენ საქართველოს და ქოცებმა დაუატკაზეს. ეხლა ის ადამიანები ვისაც აღარაფერი ეშველება ეგ რო მიეცათ გადარჩებოდნენ.
|
დიახ. ნიუსებში იყო ეგ, ნამდვილად. და მე ზუსტად ეგ აღვნიშნე რატომ შეიძლება ითქვა უარი. მოსახლეობა ვაქცინასაც კი ექსპერიმენტულს ეძახის და დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნრბს ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესის მიმართ. ამ პირობრბში მართლა ექსპეტიმენტული პრეპარატის შემოტანა ისედაც დაბალი ნდობის უფრო მეტად დაცემას გამოიწვევდა. და ის 'ნიუსმეიკერი' ვირიშვილები, თქვენ რომ ასეთი 'ნიუსებით გამარაგებენ', მერე იმას გაანიუსებდნენ, რომ აი, ცერცვაძე და გამყრელიძე ხალხზე ექსპერიმენტებს ატარებენ და კლავენ. ხოლო მაგ ვირიშვილ ჩალაძეს კვლავ 'ექსპერტულ კომენტარს' ჩამოართმევდნენ.
ჩემს პოსტს თუ ნახავთ იქ ისიც აღვნიშნე, რომ დიახ, საბერძნეთში გაიარა კლინიკური კვლევის მეორე ფაზის ნაწილი სადღაც ასამდე პაციენტზე და აჩვენა შედეგი. თუმცა ეს მაინც არის ექსპერიმენტი და პრეპარატი საჭიროებს დამატებით კვლევას, განსაკუთრებით მისი უსაფრთხოება (ტოქსიკურობა) და გვერდითი ეფექტებია დამატებით შესასწავლი.
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
|