თუ არ ვცდები იყო ამ გაზაფხულზე მიტინგი ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხალხი არ მივიდა... ეს ინდიფერენტული დამოკიდებულება სამწუხაროდ საქმეს არ შველის.
ძვირფასმა მინისტრმა შარშან განაცხადა, რომ არ იცოდა ერთი კოვზით ზიარებით გავრცელდებოდა თუ არა კორონავირუსი, რადგან არ არსებობდა შესაბამისი კვლევა ჩატარებული. მინისტრო რომელ კვლევაზე დაყრდნობით გასცემთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის რეკომენდაციას? სად გაქრა თქვენი ლტოლვა მტკიცებითი მედიცინისადმი?
თავისუფლად რომ ვეღარ ვსუნთქავთ ამ პაპანაქება ზაფხულში ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი. ამ პირბადეების გარდა გადასახადები, ფასების ზრდა და გაძვირებული მგზავრობაც გვგუდავს. სამწუხაროა რომ მოქალაქეებზე მეტად მთავრობას ტურისტები ადარდებს. ტურისტებისთვის მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი კურორტებზე. ტურისტებს შეუძლიათ თბილისში ჩამოვიდნენ სამარშუტო ტაქსებით ან ავტობუსებით, შევიდნენ რესტორნებში, ბარებში და პირბადეც მოიხსნან... მათთვის ღიაა საზღვარი, საკმარისია ცნობა წარადგინონ რომ აცრილები არიან და ყველაფერი ხსნილია. სამწუხაროდ ამ ცნობის ავთენტურობას არავინ ამოწმებს.
ქალაქი გადაიტვირთა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ ქალაქში გაზარდა ტაქსების რაოდენობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ტაქსის გაჩერება არ არის მარტივი. ზოგი მძღოლი უბრალოდ არ მიდის იქ სადაც თქვენ გნებავთ წასვლა. საფასურზე აღარაფერს ვამბობ. ყველამ იცის რომ ფასები არარეალურად გაიზარდა, მაგრამ პროტესტის გრძნობა არ უჩნდება საზოგადოებას. ყველა ცდილობს რომ გაგებით მოეკიდოს. გ ა გ ე ბ ი თ ! იმასაც მიეჩვია ხალხი, რომ ხელისუფლება ნელნელა აპარებს ვადებსა და თარიღებს

ჯერ 4 სექტემბერს თქვეს რომ გაიხსნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ახლა გადაწიეს თარიღი. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ მოუწევთ ჩვენზე "ზრუნვა".
რისთვის აჩერებენ ტრანსპორტს ვერ ვხდები, მაშინ როდესაც პანდემიას ვებრძვით ღია საზღვრებით და ახალი შტამებით შეიარაღებული ტურისტებით. მაგარი ბიზნესია შემოიყვან ტურისტებს, დააბინავებ საკუთარ სასტუმროში. გაავრცელებენ ვირუსს და უკვე სეზონის ბოლოს შენი სასტუმრო არ წყვეტს დატვირთულ მუშაობას, ის კოვიდსასტუმროდ იქცევა. ამ ყველაფრის ფონზე თურნავა გამოვა და გვეტყვის რომ ეკონომიკა იზრდება

კოვიდეკონომიკა