#58322223 · 2 Sep 2021, 23:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SIMAMRICHI
QUOTE | ეს ხალხი ინეგოლის ქართველობაა ხომ? |
ართვინში გაშენებული ღვინოო, სააკაშვილმა და ალბათ, ართვინის მხარეა. ინეგოლი მაქედან საკმაოდ შორსაა. ისე, როგორ მისცეს მან ვენახის გაშენების ნება. და თავად ეგეთი ვოიაჟებიც პოლიტიკურად რამდენს ნიშნავს! furuckssia
QUOTE | 10:02 რა გვარს ამბობს? ზუსტად ვერ გავიგე. |
გათენაძე, აჭარული გვარია. პირველ ვიდეოში იუსუფელთან (ქართულად - მახათეთი) მდებარე 4 ქართულ სოფელს რომ ახსენებს, სავარაუდოდ, ეგაა ბალხი და მის ირგვლივ მდებარე ქართული სოფლები: თავად ბალხი, ქათმისხევი, ელიასხევი და მეოთხე დამავიწყდა... ბალხი - უძველესი ტაოური სოფელია. ძალიან მწყდება გული, იუსუფელში და პარხალში ყოფნისას მანდ რომ ვერ ავედი. tkacuniko
QUOTE | მთელი რეგიონი თუ ერთ ეკონომიკურ პოლიტიკურ თავდაცვის სისტემას შევქმნით გამოექანოს მერე ნებისმიერი. |
ჰო - სუ ჩვენთვის შექმნიან მაგ ერთიან თავდაცვის სისტემას გინდ რუსეთი და გინდ - თურქეთი. ვიდრე ასე მათხოვარი ქვეყანა იქნები, არავინ ჩაგაგდებს აინუნშიც კი, ხოლო მათხოვარიდან ძლიერ ქვეყანად რომ იქცე, საამისოდ სხვას კი არ უნდა უყურო ხელებში, შენვე უნდა აშენო შენივე ქვეყანა.
QUOTE | ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას მე ევროპაში ვერ ვხედავ. არ უნდათ ჩვენი არაფერი და იმიტომ. |
იმედია, რუსეთში არ ხედავ. რუსეთს თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს, შენ რა ხეირს დაგაყრის. და ევროპას იმიტომ არ უნდა შენი არაფერი, რომ მართლაც სხვა სამყაროში - 1-2 საუკუნით უკან. აბა, განავითარე დემოკრატიული ინსტიტუტები, შექმენი დამოუკიდებელი სასამართლო, გააძლიერე სხვა ინსტიტუციები და ნახავ, თუ არ ენდომება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია დასავლეთში ყველაზე დიდი წარმატებით გავყიდოთ, ესაა დემოკრატია... ახლა რომ უარს გვეუბნებიან იმ 75-მილიონიან ტრანშზე, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზუსტად სასამართლოს რეფორმის გაუტარებლობაა, რასაც სხვა საკითხებთან ერთად სანაცვლოდ ითხოვდა დასავლეთი, ამ ხეპრეებმა კიდე, საერთოდ არ გვინდა მაგათი ფულიო და ელჩები არ არიან ჩვენი უფროსებიო. იმ ელჩების პირით მათი სახელმწიფო რომ ელაპარაკებათ, ამას ვერ ტვინავენ, როგორც ჩანს. narmonana
QUOTE | ვერ გავიგე, თურქეთს ამაზე რეაქცია არ ქონდა რა პონტში ალაპარაკებდნენ ესე |
ეგ მეც მიკვირს... პოლიტიკურად კიდევ უფრო მასშტაბური მოვლენა იყო სააკაშვილის ჩასვლა ირანში ფერეიდნებელთან - ალბათ, გახსოვთ, რამდენი ხალხი დახვდა და რა ამბავი იყო იქ! არადა, ირანი ცოცხალი თავით არ აღიარებდა და არც ახლა აღიარებს მაგათ ეროვნულ უმცირესობად, ამ ფონზე კი უცებ ამხელა ბომბი და ამდენი ქართველი!
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|