kardinali100
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36700
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
|
#58320019 · 2 Sep 2021, 16:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკა 02.09.2021 / 14:25აა კახა კალაძე - გახარიასთან შეხვედრა ერთხელ შედგა, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში - სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი კახა კალაძე - გახარიასთან შეხვედრა ერთხელ შედგა, გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში - სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც მას გიორგი გახარია შეხვდა და ამბობს, რომ „ვერაფერი გაიგო“.
ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი... ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“,- განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გახარიასთან შეხვედრისას რაიმე ფინანსებთან დაკავშირებით საუბარი, კალაძე ამბობს, რომ „არ იცის შუამავალთან რა საუბარი იყო, * * * 02.09.2021 / 13:17აა ალუდა ღუდუშაური - გახარიამ განაცხადა, რომ არანაირი შეხვედრა კალაძესთან არ ყოფილა, მაგრამ მის თანაპარტიელებს მოუწიათ დადასტურება - აიხლართნენ და დაიბნენ საკუთარ განცხადებებში, ტყუილები არ „მოსულა“
როგორც გახარიას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ „სლენგისთვის“, მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ „მოსულა“ ტყუილები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრას გამოეხმაურა.
კითხვაზე, რამდენად იყო საუბარი გახარიას მხრიდან ფინანსურ საკითხზე, როგორც ეს გაჟღერდა, ღუდუშაური აცხადებს, რომ ამაზე შეხვედრის მონაწილეებს უნდა ვკითხოთ. მისივე თქმით, გახარიას და მის პარტიას ამოცანად აქვს დასახული , რომ „როგორმე მელია მეორე ტურში გადაათრიონ“.
|