#58328631 · 5 Sep 2021, 00:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Catalan-36 @ 5 Sep 2021, 00:02 ) | ვაფასებ თქვენ აზრებს ჯიბ, მაგრამ თქვენი სტალინის სიძულვილი და არაობიექტურობა, ჩვენი არცთუ შორეული ისტორიის ლოგიკური და მიზეზი- შედეგობრივი კატეგორიებით განსჯის უნარს გიკარგავთ. |
* * *
QUOTE (Catalan-36 @ 5 Sep 2021, 00:11 ) | გადახედეთ ჭეშმარიტი ბოროტების იმპერიის, დიდი ბრიტანეთის მთელ " მოღვაწეობას" ინდოეთში, ირანში, კენიაში, ახლო აღმოსავლეთში და ა.შ.. აშშ პოლიტიკურ წრეებშიც კი 30 იან და 40 იან წლებში ცხარე დებატები მიდიოდა იმაზე, რომ ქვეყანა დასდგომოდა გვერდით ამ მონსტერს თუ არა. |
ახლა შევადაროთ ეს რუსეთის იმპერიისა და მისი მემკვიდრე სუსურუკუს მოღვაწეობას კავკასიაში, უკრაინაზე, პოლონეთში, გერმანიაში, უნგრეთში, აფრიკაში და ა.შ.. არავის არამცთუ თავში არ მოსვლია დასდგომოდა გვერდით ამ ურჩხულს, მასთან მიმართებაში ყველას ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა - მისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო და ერთხელაც გავიმეორებ სრულიად ცხადს - ვერც ერთი ბრიტანელი მმართველი ვერ წავიდოდა იმის მეასედზეც, რის ჩამდენიც სტალინი იყო არა უბრალოდ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, არამედ უდიდესი სიამოვნებითაც
This post has been edited by ჯიბ on 5 Sep 2021, 01:07
|