ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა
https://newsreport.ge/19:39, 10-08-2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად, რომელიც Covid19-ის მიზეზი გახდა, ის ცხოველებიდან
ადამიანებს გადაეცემა.
მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება 25 ივლისს დაავადდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა გვინეის, ლიბერიის და სიერა–ლეონეს საზღვართან, ქალაქ გუკუდის სიახლოვეს მდებარე სოფელში. მას მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობდნენ. ებოლას ვირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
სიკვდილის შემდეგ მისი ქსოვილების ნიმუშების შესწავლამ მის ორგანიზმში მარბურგის ვირუსის არსებობა დაადასტურა.
მარბურგის დაავადება პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს აღმოაჩინეს. ინფექციის წყარო აფრიკიდან ცდებისთვის შეყვანილი მწვანე
მაიმუნები აღმოჩნდნენ. დარეგისტრირდა დაავადების 31 და გარდაცვალების 7 შემთხვევა.
შემდგომში მარბურგის ვირუსის აფეთქებები დაფიქსირდა სუდანში, კენიაში, ანგოლაში, უგანდაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს
დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ამჟამინდელი შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში პირველია.
ამ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 24–დან 88 პროცენტამდე მერყეობს. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს და ცენტრალურ
ნერვულ სისტემას აზიანებს. მკურნალობა ძნელად მიმდინარეობს. პირველი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი და სისუსტე.
ამ იშვიათი ინფექციის ძირითადი გადამტანები ღამურები არიან. დაინფიცირება ხშირად გამოქვაბულებში და მთებში მიტოვებულ ჭაბურღილებში
სტუმრობის შემდეგ ხდება, სადაც ამ ცხოველების კოლონიებია.
ადამიანიდან ადამიანს მარბურგის ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით, ადამიანის ორგანიზმდან გამოყოფილი ნივთიერებებით, დაავადებულთან
ფიზიკური კონტაქტის ან იმ ზედაპირებთან შეხების გზით გადაეცემა.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრო თუ არა “ნულოვანმა პაციენტმა“ ვინმეს დაინფიცირება. რისკს ის აძლიერებს, რომ გუკედუში ყოველ კვირას
დიდი ბაზრობა ტარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საფრთხის დონეს დასავლეთ აფრიკისთვის მაღალი, დანარჩენი მსოფლიოსთვის კი დაბალი შეფასება მისცა.
საგანგაშო ამბავი ორი თვის შემდეგ გავრცელდა იმ მომენტიდან, როცა ორგანიზაციამ გვინეაში ებოლას ეპიდემიის მორიგი აფეთქების დასრულების
შესახებ გამოაცხადა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.
“ვირუს მარბურგის გავრცელების პოტენციალი თავიდანვე უნდა შევაჩეროთ. მივესალმებით გვინეის ექიმების სწრაფ რეაქციას და მზადყოფნას.
ჩვენ ვმუშაობთ მათთან და ვეყრდნობით მათ გამოცდილებას ებოლას ვირუსთან ბრძოლაში, რომელიც მსგავსად ვრცელდება “– განაცხადა ჯანმოს
აფრიკის რეგიონულმა დირექტორმა, მაჩიდისო მოეტიმ.
ჯანმოს ათი ეპიდემიოლოგი უკვე ჩავიდა გვინეაში. გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი და მისი ექიმი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება.
მარბურგის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.
***
მედიის ცნობით, გვინეაში ებოლას მსგავსი ვირუსი დაფიქსირდა
https://1tv.ge/news/mediis-cnobit-gvineashi...usi-dafiqsirda/20:44, 10.08.2021
გვინეაში ებოლას მსგავსი მომაკვდინებელი ვირუსი დაფიქსირდა. ინფორმაცის „ბიბისი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გვინეის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყანაში მარბურგის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
მარბურგის ვირუსი ებოლას ვირუსის მსგავსია და ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ვირუსით 25 ივლისს დაინფიცირდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა გვინეის, ლიბერიისა და სიერა ლეონეს საზღვრების
კვეთაზე მდებარე სოფელ გუკედუში. მას მალარიაზე მკურნალობდნენ. ჩატარებული კვლევებით მას ებოლა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მოგვიანებით
აღებულმა სინჯებმა მის სხეულში მარბურგის ვირუსის არსებობა დაადასტურა.
მარბურგის ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში დაფიქსირდა 1967 წელს. მისი გადამტანი აფრიკიდან შემოყვანილი მწვანე მაიმუნი გახდა,
რომლისგანაც 31 ადამიანი დაინფიცირდა და შვიდი გარდაიცვალა. ვირუსისგან სიკვდილიანობა 24-დან 88 პროცენტამდე მერყეობს. მისი სიმპტომებია
მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და სხეულის სისუსტე. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი ახლო კონტაქტით და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის და დაბალი დონე მთელი მსოფლიოსთვის. გვინეაში ორგანიზაციის ათი ეპიდემიოლოგი იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აქტიური დაკვირვების ქვეშ არიან.
მიმდინარეობს სხვა კონტაქტების ძიებაც.
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.