ბიჭო , ნუ მიკერძოება მიკერძოებაზე სამიკიძეს "უქარქაშო ხმლები" ჟურნალია რა ამასთან შედარებით
ერეკლემ თურმე სამცხე-ჯავახეთის მიერთების ხათრზე ხელი მოაწერაო ტრაქტატს
მან სინამდვილეში უფრო გიანჯა , გიანჯას გაიძახოდა და რუსებს არწმუნებდა განჯა საქართველოს სამეფოს მიწაა და მე უნდა მემორჩილებოდესო .
რუსებმა აუხდინეს ბოლოს ეს ოცნება და შემოუერთეს განჯა Грузинская губерния-ში .
რა სასწაული გაზვიადებით და ქებათა ქებით აღწერს მაგ მხარეს ამ წამყვანმა )))
თურმე 1829 წ. მესხთა მუჰაჯირობა მოხდა ოსმალეთში და თურქებსაც აწყობდათო მაგ ხალხის შესახლება ანატოლიაში იმიტომ რომ მშრომელები იყვნენო .
სინამდვილეში მაგ მუჰაჯირობით ძირითადად ქ. ახალციხეს და ზოგი მიმდებარე სოფლები დაიცალა რომელთა ნაწილმა დასახლდა მ. შ. შავშეთში და დაავიწყებინა შავშელებს ქართული ენა .
ხოლო ნაწილი ვაბშე ლეკები იყვნენ ვინც რუსეთში ყოფნას ოსმალეთში გასახლება აირჩიეს .
მესხების და ჯავახების დიდი ნაწილი ოსმალების მოსვლის და შემდეგ დამკვიდრების მერე გადსახლდნენ ქართლში , იმერეთში და გურიაში . მანდ მოხსენებული მესხი ფეოდალები ისლამის მიღებით დარჩნენ ადგილზე . ესენი თავისი ქრისყიანი , სხვა კუთხეებში გაქცეული გლეხების ნაცვლად , მაგ ქართულ მიწებზე ოსმალეთიდან თურქი გლეხები მოიყვანეს და ჩაასახლეს ვინც დღეს პრეტენზიას აცხადებს მესხეთის მემკვიდრეობაზე .