#58336673 · 7 Sep 2021, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ფაქტია რო გიჟებივით დადიან, როდის იქნება რამე რეგულაცია ამათ მოსათოკად? |
მძღოლების უუნარობას და უვიცობას ვერანაირი რეგულაცია ვერ უშველის. ორბორბლიან მანქანებს განსაკუთრებით ეხება ეს. თეორიული და პრაქტიკული დონით არც ავტომობილისტები ბრწყინავენ, მარა მოტოციკლისტებში სრული კატასტროფა ტრიალებს. მაჯის ბოლომდე დატრიალების იქით უმეტესობამ არც არაფერი იცის და ვერც ვერაფერს შეაგნებინებ. საბოლოოდ, ერთადერთი გზა არის მოტოსკოლების გაუმჯობესება და მართვის უფლების მისაღები გამოცდის გართულება-დახვეწა. სკუტერები რო უპრავოდ არ უნდა დაჯლიგინებდნენ სადაც მოეხასიათებათ, ესაც თავისთავად ცხადია. მართვის უფლების ქონა შესაბამისი ცოდნის და უნარების ქონას უნდა გულისხმობდეს.
სანამ ეს არ მოგვარდება, მანამდე არანაირი რეგულაცია არ იმუშავებს.
--------------------
ბატონ ბიძინასთვინა, ქვას შევჭამ ბოიშვილი ვიყო.
|