როდის იყვნენ ადეკვატურები და როდის პასუხობდნენ ჯანსაღად იმ გამოწვებებს, რომელთა წინაშეც საქართველო იმყოფებოდა?
ჩვენ სამგზის მოვიყვანეთ ხელისუფლებაში ძალა, რომელიც ამას არ იმსახურებდა. ისარგებლეს ჩვენი ნდობით, აი ასე:
ხოდა გაიგეთ, რომ თქვენის წყალობით ყოველმხრივ იმედგაცრუებული და ოცნებაჩამკვდარი საქართველო გეტყვით სიმართლეს:
"წადი, შორს წადი, იქნებ სულაც გადამავიწყდე".
უმღერეთ "ქართულ ოცნებას", რომელიც სრულებითაც არ არის ქართული ოცნება.
სიმღერის ტექსტში მხოლოდ მცირედი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი. ))))))))
კარაოკე:
https://www.youtube.com/watch?v=sdv3HBOigR8სიმღერის ტექსტი:
ასე მგონია ქარს გავატან შენზე ოცნებას,
და სამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს,
ასე მგონია არ გიყვარვარ ძვირფასო მაგრამ,
შენზე ფიქრებში სიყვარული მაინც მაწვალებს.
წადი შორს წადი იქნებ სულაც გადამავიწყდე,
შენს სანუგეშოდ სანუკვარი მოვლენ იები,
მაგრამ შენს თვალებს, ლამაზ თითებს რა დამავიწყებს,
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.
წადი შორს წადი, იქნებ სულაც გადამავიწყდე,
შენს სანუგეშოდ სანუკვარი მოვლენ იები,
მაგრამ შენს თვალებს, ლამაზ თითებს რა დამავიწყებს,
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.
წადი ძვირფასო იქნებ ჩვენთვის ასე აჯობებს,
ერთმანეთისთვის არ ვყოფილვართ თურმე შექმნილი,
ბედმა გამწირა, სიყვარულში მწარედ დამცინა,
იქნებ შენ ეხლა შენი ბედით ხარ კმაყოფილი.
რადგან შენ ჩემთვის სიყვარული ვერ გაიმეტე,
შენი ხილვითაც მე უზომოდ კმაყოფილი ვარ,
ამ ხნის მანძილზე თუ არასდროს არ გყვარებივარ,
მაინც მიყვარხარ იმ დღეების მადლობელი ვარ.
შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ როგორ მიყვარდი,
მე სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ,
იქნებ გიყვარდი, ეხლა ნანობ რომ მიმალავდი,
ო სიყვარულო რა მტანჯველი რამე ყოფილარ.
წადი შორს წადი იქნებ სულაც გადამავიწყდე,
შენს სანუგეშოდ სანუკვარი მოვლენ იები,
მაგრამ შენს თვალებს, ლამაზ თითებს რა დამავიწყებს
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.
წადი შორს წადი იქნებ სულაც გადამავიწყდე,
შენს სანუგეშოდ სანუკვარი მოვლენ იები,
მაგრამ შენს თვალებს, ლამაზ თითებს რა დამავიწყებს,
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.