butkujთურქეთს რა პონტში გვადარებ სტამბა მაგათზე ადრე გვქონდა ამ დაქცეულ ქვეყანაში.
რობიკო სტურუა თუ არ გვეყოლებოდა დიდი ამბავი ეხლა.

აი რა პონტში არ გვეყოლებოდა როცა საბჭოეთა დრომდე საკმაოდ ნორმალური ინწილიგენცია გვყავდა. ცისფერყანწელები რითი იყვნენ საბჭოთა მწერლებზე ნაკლები?
კარგი რა ბოლოს და ბოლოს. სინდისიც კარგი საქონელია.
რელურად ყველაზე მაგარი კულტურა საბჭოთა დროის დადგომამდე დაფრთიანებულმა ხალხმა შექმნა. ჯავახიშვილზე უკეთესი ლიტერატურა ვინ შექმნა საბჭოთა დროს დაფრთიანებულმა?
ან მხატვრობაში ან სხვა დარგში.
რატომ უნდა დავიჯერო რომ კინო გამონაკლისი იქნებოდა და მაინც და მაინც კინოში ვერ გავქაჩავდით?
რაც შეეხება მეტრო ენგურჰეს რუსთავის მეტალურგიულს თუ საჭირო იქნებოდა მშვენივრად გვექნებოდა აი ძალიან მშვენივრად.
აქ ზოგიერთს გონია მგინი რომ საქართველო სულ მარტო დარჩებოდა და ჩვენი ხელით უნდა გვეკეთებინა ყველაფერი. რატო კაცო?
ჩრდილოეთ კორეად რატო გავიჩითებოდით?
ფუნიკულიორი ხო ავაშენებინეთ სხვას? ხოდა სხვა რაღაცებსაც მშვენივრად ავაშენებინებდით.
არ იქნებოდა ჩაკეტილი და გამოყრუებული ქვეყანა.
ისე წარმოგიდგენიათ რომ აი რუსი არ იქნებოდა და მორჩა სხვაც არავინ იქნებოდა.
ზაჰესის აშენებაზე მოლაპარაკებას 1920 წელს აწარმოებდა მენშევიკური მთავრობა. მანამდე 1907 წელს ბელგიელ ინჟინერს აშენებინებდნენ სხვა ადგილას.
რუსებს მშვენივრად ჩაანაცვლებდნენ სხვები. აუცილებელი არაა ყველაფერი საკუთარი ხელით გვეკეთებინა.
ძმები სიმენსები მოღვაწეობდნენ საქართველოში. სხვებიც.
ყველაფერი იქმებოდა. ყველაფერი რაც ქართულ სახელმწიფოს დაჭირდებოდა და რასაც გავქაჩავდით.
მოგვწყვიტეს ყველაფერს, გამოგვამწყვდიეს და თურმე ეხლა ეგ ღორები რომ არა საქართველო ბოლო დონის ჩამორჩენილი ქვეყანა იქნებოდა.
ხო აი ბებიათქვენისამ რა.
თურქულ სერიალებში დღემდე მსჯელობენ ქალმა უნივერსიტეტში უნდა ისწავლოს თუ არა. და მაგათ გბადარებთ. უსინდისობაა ეგ.
ერთადერთი აი თურქეთი თუ გადაგბყლაპავდა და საკუთარ დონეზე დაგვიყვანდა მაგ ვარიანტის განხილვა ღირს. სხვა ყველა შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა.
გამოგვკეტეს გამოგვამწყვდიეს და მოგვწყვიტეს ცივილიზაციას და მაგის გამო ვართ ამ დღეში.
1918 წლის გაზეთი არსებობს სადაც წერია რომ სიღნაღის რაღაც მმართველობით ორგანოში CV-ს ითხოვენ კანდიდატებისგან. საბჭოთა სირობა რომ დაინგრა 20 წელი დაჭირდა რომ CV რა არის ხელახლა ესწავლა ხალხს.
სხვა ყველა სფეროშიც იგივე.
ბიზნესმენები, მეწარმეები, ბანკირები არ გვყავდა საბჭოეთი რომ დაიშალა. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? საბჭოეთამდე ბიზნესმენებიც გვყავდა ბანკირებიც მეწარმეებიც.
თავისუფალი ბაზარი რა არის ეგეც ვიცოდით.
სამხედროებიც კი გვყავდა საბჭოეთამდე, დაშლისას უკვე აღარ.
მთლიანი მმართველობითი ინტელექტუალური კლასი მოსპეს. ამაზე დიდი ტრაგედია არასდროს დატყდომია საქართველოს თავს.
როგორ უნდა ამტკიცოს 2 კლას დამთავრებულმა რომ საბჭოეთმა უფრო მეტი შეგვძინა ვიდრე დაგვაკარგინა?
მეტრო არ გვექნებოდა თურმე. არა საიდან, ჩემმა მზემ.
აი კაზებს ვერ გამოვუშვებდით კიდე და სუ 25-ებს ჭანჭიკებს ვერ დავუჭერდით. ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა.