
პრინციპში მართლია, ვერაფერს იტყვი. მიშამ უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებაზე: უფლისა და სრულიად საქართველოს წინაშე.
მან მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ხელისუფლება ხავერდოვნად გადააბარა 2012 წელს მას, ვინც ამ მდგომარეობაში
ჩააგდო ჩემი საქართველო. ხოდა ჩამობრძადეს და აგოს პასუხი.
კმარა! კმარა, ამდენი სიყალბის გამართლება.ესენი ერთადერთი მიზნით რჩებიან: უნდათ ბოლომდე დაგვიშავონ ის, რისი დაშავებაც ვერ მოასწრეს ჩვენთვის. ბოლომდე ასრულებენ გეგმას.
თქვენ ჯერ წარმოდგენა არა გაქვთ, რა დღეები და რა დროება გველის წინ, თუ ესენი დარჩებიან. უპირველესად იმათ გაუხდებათ სანატრელი
დღევანდელი პერიოდი, ვინც აქტიურად აპრავებს მათ პირდაპირ თუ ირიბად. მაგრამ დროს, მოვლენებს უკან ვეღარ დააბრუნებთ, ვეღარ შეცვლით.
***
კარგი გამახსენდა. ან როგორდ დამავიწყდა საერთოდ?!...
თვით ნაციონალური მოძრაობა სწორედ თვითმმართველობის არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში.
ვინ თქვა და ვინ ამტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოა? 19 წელი გავიდა მას შემდეგ...
სწორედ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებმა შეცვალა საქართველოს ისტორია.
***
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2002
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2002) – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში,
რომელიც გაიმართა 2002 წლის 2 ივნისს. არჩევნების პოლიტიკური დატვირთვა მაღალი იყო, რადგან ის წარმოადგენდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების
გენერალურ რეპეტიციას.
არჩევნების წესი
არჩევნები გაიმართა სოფლებში, თემებში, დაბებში და ქალაქებში. არჩეულ იქნა საკრებულოები, ასევე მერები და გამგებლები პირდაპირი წესით,
გარდა თბილისისა და ფოთისა. ამ ქალაქებში მერს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი. ეს იყო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ პირველი შემთხვევა ქალაქების მერების პირდაპირ არჩევისა. საკრებულოების არჩევნები ჩატარდა მაჟორიტარული წესით,
მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში.
შედეგები
თბილისში საარჩევნო ბარიერი 7–მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მოქალაქეთა 46%-მა. მმართველმა პარტიამ,
მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 2,5% მიიღო და ვერ მოხვდა 49-წევრიან თბილისის საკრებულოში. ყველაზე მეტი ხმა მიიღეს:
პარტიების ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს კონსერვატიული
პარტია – 25,5% (16 მანდატი)
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 23,75% (15 მანდატი)
საქართველოს მასშტაბით წარმატებას მიაღწია ახალი მემარჯვენეების პარტიამ, რომელმაც მოიგო არჩევნები საქართველოს თვითმმართველი
ერთეულების უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში – ქუთაისში, სადაც მერად აირჩიეს მემარჯვენე ნუგზარ ფალიანი.
***
კმარა (მოძრაობა)
კმარა — ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში. აწარმოებდა კამპანიას ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ
და დიდი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციაში 2003 წელს.
2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნულ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სტუდენტთა
მცირე ჯგუფმა მოძრაობა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მსგავსი სტუდენტური თვითმმართველობა არჩეულ იქნა სხვა უნივერსიტეტებშიც ქვეყნის მასშტაბით.
სტუდენტური ორგანიზაციების ქსელი 2003 წლის დასაწყისში ახალგაზრდულ მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც "კმარა" ეწოდა.
კმარას დამფუძნებლები სარგებლობდნენ სერბული ორგანიზაციის, "ოტპორის" გამოცდილებით. მათგან აიღეს ორგანიზაციის დროშაც.
კმარას ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი,
რომელიც ასევე ახალგაზრდა აქტივისტების შექმნილი იყო.
"კმარა" მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციაში, 2004 წელს ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში,
2005 წლის უკრაიანის ნარინჯისფერ რევოლუციაში.
2004 წლიდან კმარას აქტივისტთა ნაწილი, მათ შორის გიგა ბოკერია და გიგი უგულავა დაინიშნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე.
This post has been edited by Катеньки on 11 Sep 2021, 12:01