ბიჭო მარტო მე მაქვს მახვილი სმენა თუ დანარჩენებს აქვს დაქვეითებული?

მეტალოპლასტმასი რას შველის კაცო ამ ხმაურ-ღრიანცელს და კონდიციონერი კიდე? კონდიციონერი ჰაერის ცირკულაციას არ აკეთებს და ამოვიგუდოთ უჰაერობით თუ რას ამბობთ?
მე უფრო მეცნიერების იმედი მაქვს. ხმის აქტიური დახშობის სისტემაზე მუშაობენ რომელიც ღია ფანჯარაშიც კი ამცირებს ხმაურს. ასევე რაღაც ჰოლანდიური კომპანიის საიტზე ვარ დარეგისტრირებული რომლებიც შუშაზე დასაყენებელ ხმაურის ჩამხშობ სისტემაზე მუშაობს. წლის ბოლოს დავდებთ პროდუქციასო და ვნახოთ აბა...