რომელიღაცა კოვიდ თემაშიც მეწერა თემატურად
თან აცრილის/აუცრელის შედარებაც მედო დავწერ კიდევ ხელახლა
მეორე აცრიდან (სინოფარმი) მეექვსზე დღეს დამიდასტურდა, არც მიფიქრია რო კორონა მქონდა, მანამდე სიცხე მომცა 37,3 და ჩვეულებრივი რიგითი გაციება მეგონა, თავის ტკივილით და ცოტა ოდნავი ხველით
დადასტურების მერე ზოგადი სისუსტე, თავბრუს ხვევა, ხველა ზურგის ტკივილი თავის და თვალების საშIნელი ტკივილი რაღაც პერიოდში დამაყუჩებელიც ვეღარ მშველოდა, შემდეგ სუნის და გემოს დაკარგვა, 4-5 დღით, დამუბრუნდა მარა ყველაფერი ბოლომდე არ დამბრუნებია
სადღაც 10-12 დღეს დამეწყო თირკმელების ტკივილი, ხველასთან ერთად, ხველა გამიმძაფრდა გადამივიდა სპაზმურში (ზოგადად მიდრეკილი ვარ ამისკენ) და ნუ თირკმელები მტკიოდა საშინლად რო ვახველებდი ბოლოს ვიკეცებოდი უკვე ისე ვიყავი, ხელების მცირე დაბუჟება, რაოდენ საოცრებაც არ უნდა იყოს არანაირი ანალიზები არ გამიკეთეს და არ ამინაზღაურეს, ჩემით გადავაკონტროლე ყველაფერი, როგორც ჩანს ექიმი შემხვდა ეგეთი, ჩემს მეუღლეს ყველაფერი გაუკეთEს მათ შორის კატეც
ხო ეხლა გადავალ იმაზე რომ ჩემთან ერთად დაუდასტურდათ მეუღლეს და ბავშვს, არც ერთი აცრილი არ იყო
სასიხარულო ამბავი არის ის რომ ბავშვმა 2 წლისაა გადაიტანა ყველაზე იოლად ჩვენ სამიდან
ეხლა დავწერ მეუღლეზე რომელიც არ იყო აცრილი არაფრით
სიცხე 39.5, სისუტე, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ფილტვების 12 ბალიანი დაზიანება, დადასტურებიდან ყველაზე მძიმედ იყო 12 დღეს, ამ დრეებში უკვე ენერგიაც აღარ ქონდა, მთელი დღე წოლა და ძილი უნდოდა, ნუ რაღაცნაირად გამოვძვერით, 13 დღიდან მოეხსნა ნელ ნელა ყველაფერი და დღეს ჩემზე უკეთაა, ჩემზე უკეთ რატო? იმიტო რო მე რაღაცა სიმპტომები დამრჩა რომელსაც დღემდე ვმკურნალობ
კერძოდ კორონას დროს თვალების საშინელმა ტკივილმა ისე არ ჩაიარა და დღემდე მტკივა ისევ თვალები

დანიშნულებისამებრ ვმკურნალობ, საკმაოდ ფართოთ გავრცელებული პოსტ კოვიდ სიმპტომი ყოფილა თვალებზე დარტყმა კოვიდის მხრიდან
ასევე ზოგადად ტაქიკარდია მაქ და ნუ ეგაც სულ ამირ დამირია ამ კორონამ, ძაან ამერია გულის რითმი და მაგაზეც მკრუნალობის კურსს გავდივარ, ხო კორონას მორჩენის მერე 2-3 კვირას დამეწყო თავბრუს ხვევა ისეთი რო ლამის ვეღარ დავდიოდი, რისი ბრალი იყო დღემდე არავინ არ იცის

ანალიზები ყველაფერი მეტ ნაკლებად ნორმალურადაა

მოკლედ ეგაა მოკლედ რაც შემიძლიათ გითხრათ, დადასტურებიდან გავიდა 1 თვე და 4 დღე.