შენს შეფს შენი ცოლი მოეწონა. შენს ცოლსაც...
წარმოვიდგინოთ სიტუაცია:
გითვალთვალებენ, ყველას გვითვალთვალებენ, დაწესებულია ტოტალური, სავალდებულო კონტროლი...
მუსულმანები
ისლამის აღმსარებელ ქვეყნებში ყურანს ხომ არ კითხულობენ მხოლოდ. სურები და აიები ზეპირად იციან და ყოველდღიურ ცხოვრებაში
იმ წესებით არსებობენ. ბავშვებს ალაჰისადმი მორჩილებით, ყურანის წესებით ზრდიან დაბადებიდან. ქალები ქუჩებში ჩადრებით დადიან.
ოჯახის თავკაცს რამოდენიმე მეუღლე ჰყავს და თითეულთან 3-4 შვილი. თუმცა მრავალცოლიანობის ტრადიცია ძირითადად სოფლებშია შენარჩუნებული.
სახლში შესულ სტუმარს ოჯახის უფროსი - მამაკაცი ხვდება და მასპინძლობს. დიასახლისები ამზადებენ ყველაფერს მაგრამ სუფრასთან არ ჩნდებიან ისევე,
როგორც ოჯახის წევრი არც ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. ოჯახის ახალგაზრდა მამაკაცები ემსახურებიან სტუმარს სუფრასთან.
პირველი, მეორე, მესამე თუ დანარჩენი ცოლები და მათი მონაგარი ერთმანეთის მიმართ კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ოჯახის უფროსის მოთხოვნით,
მაინც ურთერთშეთანხმებულად თანაცხოვრობენ. ოჯახის უფროსი ერთის მხრივ პრივილეგირებულია, თუმცაღა უზარმაზარი პასუხისმგებლობით არსებობს.
მან იცის, რომ არც ერთმა უცხო მამაკაცმა მისი ოჯახის წევრ ვერც ერთ ქალს თვალიც კი ვერ უნდა შეავლოს, არც შორიდან, არც ახლოდან. უნდა დაიცვას,
უნდა იზრუნოს, უნდა მოუაროს ყველას თანაბრად, უნდა გაამზითვოს ქალიშვილები, უნდა დაასახლოს ვაჟები, უნდა გაწყდეს წელში შრომით.
უარს არც ამბობს აღებულ პასუხისმგებლობაზე.
წარმოიდგინეთ სიტუაცია მუსულმანურ ქვეყნებში, როცა უთვალთვალებენ ოჯახის უფროსს სასიყვარულო აქტის დროს მის ერთ-ერთ მეუღლესთან...
როგორია?
ქრისტიანები
ისინი ძირითადად ცხოვრობენ ამერიკაში, რუსეთში, ევროპულ ქვეყნებში. სიტუაცია, როცა უთვალთვალებენ?
ჩვენთან შედარებით, არიან მეტად ინფორმირებულები და საუბრობენ საჯაროდ არსებულ ვითარებაზე.
რაც მთავარია, დროულად, უკეთ და ღიად იცავენ საკუთარ უფლებებს. საზოგადოება მომთხოვნია.
კავკასიელი მართლმადიდებლები - საქართველო
შენი შეფი შენ და შენს მეუღლეს გითვალთვალებთ, თქვენს ყველა ურთიერთობას იკვლევს და შენი მეუღლით მოხიბლულია.
ჩათვალა, რომ შენ მას კარგად ვერ აკმაყოფილებ. ზუსტად არის დარწმუნებული, რომ თავად შენზე უკეთ გამოუვიდოდა ყველაფერი.
საერთოდაც, შენს შეფს შენი თავიდან ჩამოშორება აქვს გეგმაში, თუ ვერ მოგაწერინებს ხელს შენთვის მიუღებელ რაღაც წინადადებაზე, ერთი სიტყვით,
თუ ვერ დაგიმორჩილებს და ვერ გმართავს ბოლომდე, უჯობს გზიდან ჩამოგიშოროს... საამისოდ უკვე მზადაა ახლადგამომცხვარი კანონი:
"საქართველოს კანონი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ." ჩვენ კავკასიური ტემპერამენტი გვაქვს. უკეთეს შემთხვევაში, მოგიწევს სამსახური დატოვო და ოჯახი დაიფარო, სულიც არ გაყიდო,
მერე კი სხვა გზა ეძებო ეკონომიკურ კრიზისში, რომ თავიც გაიტანო და ოჯახიც არჩინო. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რა ხდება უარეს შემთხვევაში?!...
შენს შეფს შენი მეუღლე უზომოდ მოსწონს. მისი იდეა კი, შენი სამუდამო მორჩილებაში შეყვანისა შორს გათვლილი ნაბიჯია და დიდი ცდუნებაა
მისთვის, ძალაუფლება საშუალებას აძლევს. შენ მას ვერ გაუშვებ სამსახურიდან. თუ დათანხმდები ერთხელ და შენთვის მიუღებელ ნაბიჯს
გადადგამ, ეს ერთგვარი ბერკეტი გახდება შენი შეფის ხელში, რათა ამის შემდეგ ცოლი გადაულოცო და ოჯახი დაანგრიო, თუმცა ეს ნაბიჯები
საკმარისია, რათა სამუდამოდ მის მონობაში ამოგხდეს სული.
სხვა სამსახურში რომც გადახვიდე, იქაც იგივე ან უარესი ვითარება გელის, რადგან კონტროლი ტოტალურია,
ყველგან გისმენენ, შენზე დოსიე შედგენილია, ყველაფერი იციან შენს შესახებ. გმართავენ, თავს ვერ დააღწევ.
შენი მხრიდან ვერ გაახმაურებ ამ ფაქტს, რამეთუ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა ძალიან გაგიჭირდება პიროვნულად. რომც გადალახო
და გაასაჩივრო, ვერაფერს მიაღწევ, შენს ყოფილ შეფს შენზე მეტი ძალაუფლება აქვს და მფარველები ჰყავს ყველა ინსტანციაში. ახალ შეფსაც...
წააგებ საქმეს, ყველა სამსახურს დაკარგავ, ყველა გზა ჩაიკეტება შენთვის. სულ ერთია, ბრძოლას აზრი არა აქვს, ვიღაცის მონა უნდა იყო.
საბოლოოდ მაინც თავად მიიღებ გადაწყვეტილებას. შენი ძალებით გაუსწორდები შენს ყოფილ შეფს, ცოლყოფილსაც შენვე ჩამოიშორებ თავიდან,
შვილებს დააობლებ და უპატრონოდ დატოვებ, თავისუფლებასაც გამოემშვიდობები, სავარაუდოდ მთელი ცხოვრებით. წინასწარგანზრახულად ჩაგეთვლება.
შესაძლოა კიდევ უფრო ტრაგიკული გამოსავალი მოძებნო - თვითმკვლელობა.
ეს არის ტოტალური, სავალდებულო, სატანური კონტროლის მთელი არსი და მიზანი:
შენ - ადამიანი ბოლომდე უნდა გაგაპარტახოს. ვინც არ უნდა იყო, ბოროტისთვის მნიშვნელობა არა აქვს.
ჩვენ საქართველო ვართ და კავკასიურ რასაში გამორჩეული ტემპერამენტი გვაქვს. ეს ერთი კონკრეტული სიტუაციაა.
საფრთხეები კი განუსაზღვრელად დიდია, ყოვლისმოცველია, მრავალმხრივია, რეალურია...
ვიფიქროთ...
This post has been edited by Катеньки on 19 Sep 2021, 23:03
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.