სასულიერო პირებისა და მათი მეუღლე ფოფოდიების თვალთვალიც გაიპრავა უკვე დამკვეთმა? ასეც ვიცოდი. ჯერ სადა ხართ.
ის თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების, თქვენი წინაპრების საძინებლებში თვალთვალსაც გაიპრავებს სულ მალე და ამას თქვენი ხელით გააკეთებს.
მდაბიო და სამარცხვინო სცენარია, რომლის მიღმაც სრულიად საქართველოს სატანური მსხვერპლთშეწირვის რიტუალში გადაცემის აქტი იმალება.როგორც ჩემი რჯული მასწავლის, ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ვალდებულია ამხილოს ანტიქრისტე და მისი ბოროტმოქმედება.
სწორედ ეს არის საქართველოს ვალდებულება უფლის წინაშე, ჩვენი სულიერი მისია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთ მორწმუნე ადამიანს.
გარდა ამისა, როგორც მოგვეხსენება, უფალმა დააწესა სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის სულიერი კავშირი. ამ უფლისმიერ
კავშირში არის უფლის კანონზომიერება: უფალთან მიდის მრევლი, სულიერ მოძღვართან მიდის სულიერი შვილი ცოდვათა მოსანანიებლად.
მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, სულიერი მოძღვარი არ მიდის სულიერ შვილთან აღსარება-ზიარების მისაღებად, არამედ ვიმეორებ:
სულიერ მოძღვართან მიდის სულიერი შვილი ცოდვათა მოსანანიებლად. მნიშვნელობა არა აქვს ადამიანი არის თუ არა რომელიმე კონკრეტული
სულიერი მოძღვრისთვის სულიერი შვილი. ეს არ ცვლის უფლის მიერ დაწესებულ კავშირს: მოძღვარი არის მოძღვარი, მრევლი არის მრევლი.
რა სამარცხვინო ამბავი ხდება დღეს? დღეს, უკვე გაბედა უბადრუკმა ლუციფერმა და შეიჭრა უფლისმიერ კავშირში - სულიერ მოძღვარსა და
სულიერ შვილს შორის, რამეთუ განიზრახა უფლის კანონზომიერებათა შეცვლა, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ამ ბნელ არარას - ლუციფერს (რომელმაც საზოგადოების ნაწილი უკვე დააბრმავა) თავად სურს, რათა გახდეს "განმსხივოსნებელი, მასწავლებელი"
უკვე თვით მართლმადიდებელი ქრისტიანი სამღვდელოებისთვისაც, მოისმინოს მათი "აღსარება" და "აზიაროს" სატანური წესით.
ერთი სიტყვით, უფლის წესები სათავისოდ გადააკეთა მხეცმა.
მაგრამ ამით არ მთავრდება ბორტის უკიდეგანო უმეცრება თუ ამპარტავნება.
რადგან იცის, რომ მოძღვრის პირით უფალი გვესაუბრება, ხოლო აღსარების დროს უფალსა და ჩვენს შორის არის შუამავალი სულიერი მოძღვარი,
წესები კი შეაბრუნა, ბოროტი ამ მკრეხელობით ცდილობს, თვით წმიდა სამებისგან - ჩვენი შემოქმედისგან მოისმინოს "აღსარება" და "აზიაროს" უზენაესი.
რასაკვირველია, წმიდა სამებას - ჩვენს შემოქმედს და მის შემოქმედს ვერ შეწვდება და ვერ შეეხება უბადრუკი ლუციფერი, მაგრამ იმდენს მაინც
მოახერხებს, რომ ადამიანები ჭურჭლად გამოიყენოს ცდუნებისა და მოტყუების გზით, ჩვენი შემოქმედის - წმიდა სამების თვალწინ აქციოს მის
მოღალატეებად, თავად დაიმორჩილოს და ერთმანეთის ხელით გაანადგუროს.
მართლმადიდებლური ქრისტიანული რჯულის დასუსტების მიზნით, მართლმადიდებელი სამღვდელოების დამორჩილების მიზნით, სასულიერო
პირთა შორის განხეთქილების შეტანის მიზნით, უფალსა და ადამიანს შორის ჩადგომის მიზნით, წმიდა საყდართან თუ სულიერ მოძღვართან მრევლის
დაშორების მიზნით და მათთან დაკავშირებული თავისი ყველა ბინძური მიზნის მისაღწევად ლუციფერი იყენებს ერისკაცებს, მართლმადიდებლური
ქრისტიანული ტაძრის მრევლს - მოძღვართა სულიერ შვილებს, მრევლის პირით ძალადობს, აშანტაჟებს, შეურაცხყოფს სამღვდელოებას და ა.შ..
ბოროტი შემოსულია საქართველოში, მხეცი იტაცებს ადამიანთა სულებს. იქნებ საჭიროა საყოველთაო ეგზორციზმი? ვთხოვ ყველას, წადით უფლის სახლში, ილოცეთ.
ვთხოვოთ უფალს, რათა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები, გაგვინათოს გონება, გაგვამრთელოს, დაგვიცვას ამ განსაცდელში, დაგვიფაროს ბოროტისაგან და მისი ავი საქმეებისგან.
***
როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული განცხადება დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გაკეთებულია 2021 წლის 29 სექტემბერს.
ახლა არც თუ ისე შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინტერვიუ ფორმულასთან,
რომელიც შედგა 2021 წლის 12 თებერვალს და წინ უძღოდა ფაილების ისტორიას, როგორც შესამზადებელი რეპეტიცია-ტესტი.
ამით ვვარაუდობ, რომ ეს ფაილები შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე მუშავდება, ხდება ფაბრიკაცია, მზადდება ფეიკები, დიფ ფეიკები და ა.შ...
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიას წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი შეურაცხყოფს
https://formulanews.ge/News/45257 12 თებ 2021 23:11
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სინოდის განჩინებასა და განჩინებაში მის შესახებ ჩანაწერს ეხმაურება - როგორც ის სოციალურ ქსელში წერს,
ეკლესიას თავად სინოდისა და საპატრიარქოს ქმედებები შეურაცხყოფს.
დეკანოზი განმარტავს, რომ ეკლესიაში არსებობს სხვა უამრავი პრობლემაც და განჩინებაში მის მიერ საპატრიარქოს კრიტიკისთვის ადგილის დათმობა არაადეკვატურია.
ასევე, ის საუბრობს იმ კონკრეტული პირების გადაცდომებზეც, ვისზეც, დეკანოზის აზრით, სხდომაზე უნდა ემსჯელათ და სინოდს „ერის მაზომბირებელს“ უწოდებს.
„საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებს სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს.
უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!",- წერს დეკანოზი.
სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ერთერთი პუნქტი კი სწორედ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ეხება. როგორც განჩინებაში
ვკითხულობთ, დეკანოზის შესახებ სინოდალური კომისია იმსჯელებს. ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, ასევე, მამა პეტრე ცაავას შესახებაც.
განჩინებაში, ასევე, საუბარია გარეჯის საქმეზე - სინოდი იმედს გამოთქვამს, რომ დელიმიტაციის პროცესი ისტორიული ტერიტორიების ხელყოფის გარეშე წარიმართება.
სხდომაზე შეეხნენ ვაქცინაციის თემასაც და მორწმუნეთა აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო.
This post has been edited by Катеньки on 30 Sep 2021, 04:26
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.